საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი



საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა გზამკვლევი -

„დაიცავი შენი შრომითი და სოციალური უფლებები“



წინამდებარე გზამკვლევის  მომზადება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის  ფინანსური მხარდაჭერით.  გზამკვლევის შინაარსი  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) სრული პასუხისმგებლობაა  და შესაძლებელია არ  გამოხატავდეს  ევროკავშირის შეხედულებებს.  



თბილისი

2014



საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მადლობას უხდის ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში პროექტის „სპმთპ -ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის“   ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც განხორციელდა საქართველოსთვის განკუთვნილი სქემის „დემოკრატიისა და ადმიანის უფლებების  ევროპული ინსტრუმენტის (AAP:2013; EuropeAid/ 134/673/L/ACT/GE ) “ ფარგლებში. 



შინაარსი



·        პროექტის  შესახებ:  -„სპმთპ -ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის“  –––––––––––––––––––––––––––––––––––––----------   ???



·        სპმთპ-საგანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანება-? ???

·        სპმთპ-ის წევრთა  ინტერესების დაცვის მექანიზმები --------------------- ????

(1)კოლექტიური მოლაპარაკება

(2)სოციალური დიალოგი ------------------------------------------------------ ????

(3)იურიდიული კონსულტაცია ------------------------------------------------????

(4)პროფესიული განვითარება --------------------------------------------------????



·        სპმთპ-ის სამართლებრივი რჩევები, ხშირად დასმული კითხვებიდან



პროექტის შესახებ: -„სპმთპ -ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის“



პროექტი „სპმთპ -ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის“ მიზნად ისახავს:

Ø  საგანმანათლებლო და სამეცნიეროდაწესებულებებშიდასაქმებულებს გააცნოს მათი შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული  უფლებების დაცვის მექანიზმები;

Ø  აამაღლოს ცონდა  დასაქმებულთა კოლექტიური ინტერესების დაცვის მნიშვნელობის შესახებ  და ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის კონკრეტული მექანიზმების ჩამოყალიბებას.

Ø  გააცნოს  საქართველოს ,,შრომის კოდექსის“ სიახლეები, რომელიც დაკავშირებულია დასაქმებულთა  შრომითი უფლებების გაუმჯობესებასთან.



პროექტი “სპმთპ - ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის“ საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულებს აუმაღლებს ცოდნას  პროფესიული გაერთიანების პრინციპებისშესახებ, რათა დაეხმაროს დასაქმებულებს შრომითი, სოციალური, სამართლებრივი, პროფესიული უფლებების და  ინტერესების ერთობლივად დაცვისათვის. წევრთა უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების წარმომადგენლობისათვის სპმთპ წლების მანძილზე აქტიურად ანვითარებს კოლექტიური მოლაპარაკებისა და სოციალური დიალოგის წარმოების, წევრთა იურიდიული კონსულტაცის, დახმარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებს.



ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის სამი ძირითადი ამოცანაა:



Ø  ხელი შეუწყოს ადამიანის  უფლებების  კულტურის ამაღლებას;

Ø  საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულებს გააცნოს მათი შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმები;

Ø  ხელი შეუწყოს სპმთპ-სა და ხელისუფლებას შორის სოციალური დიალოგის განვითარებას.



პროექტი “სპმთპ - ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის“ 18 თვის მანძილზე განხორციელდება თბილისში, მცხეთაში, თელავში, გარდაბანში, ახალქალაქში,  ახალციხეში და მიზნად ისახავს:

Ø  აამაღლოს, როგორც თავისი წევრების, ისე პოტენციური წევრების- საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა ინფორმაციულობის დონე, სოციალური და შრომითი უფლებების შესახებ;

Ø  განავითაროს სპმთპ-ს ორგანიზაციული მექანიზმები გადაწყვეტილების მიღების პროცესში დასაქმებულთა აქტიური მონაწილეობისათვის;

Ø  აქტიურად ჩართოს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი  საჯარო სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რათა პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეთნიკური უმცირესობის მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინება.



პროექტის ფარგლებში, სპმთპ  შეიმუშავებს საინფორმაციო მასალებსა და ტრენინგ მოდულებს; ჩაატარებს ტრენინგებს პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის; მოამზადებს 10 რადიო პროგრამასა და 2 სატელევიზიო გადაცემას,  რომელიც ფართოდ გაშუქდება საქართველოს უმრავლეს რეგიონში.

პროექტი ითვალისწინებს სპმთპ-ს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სოციალური დიალოგის შემდგომი  განვითარებისათვის. ამ მიზნით მოეწყობა 6  სადისკუსიო მრგვალი მაგიდა,  რომელზეც განიხილება საგანამანთლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა   სოციალური,  შრომითი, სამართლებრივი და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვის  მნიშვნელოვანი  საკითხები; შემუშავდება კონკრეტული წინადადებები/რეკომენდაციები კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის განვითარებისათვის. 



edu
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30