,,წარსულის შესწავლა მომავალი წარმატების საწინდრია”
გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე პედაგოგების სამოქალაქო აქტივობა, პროფესიული სოლიდარობა, თავისუფლებისა და დემოკრaტიის ხარისხი, მისაბაძია თითოეული ჩვენგანისათვის. ვაანალიზებთ და ვითვალისწინებთ ჩვენი წინაპრების დამოკიდებულებებს პროფკავშირის მიმართ.
ჩვენ ასწლოვანი ორგანიზაციის მემკვიდრეობა გვაძლიერებს და მეტ სტიმულს გვაძლევს ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაში ჩვენი წვლილის შესატანად..
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მადლობას უხდის ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, რომლის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი ,,სპმთპ ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის”.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ,შესაძლებლობა მოგვეცა მე-20 საუკუნის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის მოკლე პერიოდში შექმნილი პროფესიული კავშირისა და მასწავლებელთა გაერთიანებების საქმიანობის მიმართულების ამსახველი ინფორმაცია მოგვეკვლია და საარქივო დოკუმენტები შეგვესწავლა.
,,წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა”
საქართველოს სახელმწიფო არქივში მოძიებული მასალები, ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში,,სრულიად საქართველოს მასწავლებელთა კავშირის” უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას განათლების სისტემის განვითარებისთვის.
შთამბეჭდავი და სამაგალითოა ის ,თუ როგორ იწყებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში პროფკავშირული მოძრაობა პედაგოგთა საზოგადოებაში. პედაგოგთა პროფკავშირების ძირითად სამოქმედო დოკუმენტებში განსაზღვრული პრინციპები და მათი გადაჭრის გზები თავის აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
სასიამოვნო სიურპრიზად გვევლინება მასწავლებელთა პროფკავშირების დამფუძნებელ პედაგოგთა აზროვნება, ხედვა და ამოცანები.
ალბათ რომ არა საბჭოური, შავბნელი პერიოდი, ჩვენ გვექნებოდა სრულყოფილი, თანამედროვე, დასავლური ღირებულებების მქონე პროფკავშირული ორგანიზაცია.
არაერთგზის აღგვინიშნავს და კვლავ გავიმეორებთ, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფლი პროფკავშირი, აღდგენისა და განვითარების პროცესშია. გადასაჭრელია უამრავი პრობლემა, რომელთაგან უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფდით პედაგოგთა დამოკიდებულებას პროფკავშირის მიმართ და მათი ჩართულობის გაძლიერებას.
განათლება ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედია.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) 100 წლოვანი ისტორიის საწყისების მოძიება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც განხორციელდა საქართველოსთვის განკუთვნილი სქემის ,,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის" ფარგლებში.
პროექტის ,,სპმთპ ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის" მომზადდა საარქივო მასალების კატალოგი და 2015 წლის ოქტომბერში მოეწყო გამოფენა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
დამატებით იხილეთ- საარქივო დოკუმეტების კატალოგი ,,ვინც წარსულს ივიწყებს ის მომავალზეც ხელს იღებს”