32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (ESFTUG) საერთაშორისო ორგანიზაცია - განათლების ინტერნაციონალის (EI),  ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის  (ETUCE) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრია (GTUC).Education Internationalსაერთაშორისო ორგანიზაცია–განათლების ინტერნაციონალი (EI) არის მასწავლებელთა ხმა და  განათლების სფეროში სხვა დასაქმებულთა მსოფლიოს მასშტაბით171 ქვეყნის 396  პროფკავშირულ ორგანიზაციას აერთიანებს. განათლების ინტერნაციონალი წარმოადგენს და  იცავს მსოფლიოს განათლების სფეროში 32,5 მლნ დასაქმებულის ინტერესებს, დაწყებული საბავშვო ბაგა–ბაღებიდან უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით.

etuce ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი ( ETUCE)განათლების ინტერნაციონალის ევროპულრეგიონს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში 48 ქვეყნის 131მასწავლებელთა პროფკავშირებს აერთიანებს და განათლების სექტორში დასაქმებულ 11მილიონ პედაგოგს წარმოადგენს. ETUCE ევროკავშირის დონეზე განათლების სფეროში სოციალური პარტნიორი და ევროპის პროფკავშირების ფედერაციის (ETUC) წევრი ორგანიზაციაა. 

profkavshirebi logoსაქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაცია არის დამოუკიდებელი,  არაკომერციული  ორგანიზაცია და რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 19/11/1998. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 22 დარგობრივ ორგანიზაციას  და ჰყავს 220 000 წევრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კონფედერაცია არის საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაერთიანების (ITUC) წევრი 2006 წლიდან, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის-ETUC  რეგიონული ფილიალის წევრი 2007 წლიდან.

  • სპმთპ ორგანიზაციული განვითარების მთავარ პრიორიტეტად ისახავს ევროპული პროფესიული კავშირების პრინციპებსა და ღირებულებებთან დაახლოებას.
  • სპმთპ აქტიურად არის ჩართული ETUCE-ის პოლიტიკისა და სტრატეგიების განსაზღვრაში.
  • სპმთპ–ის პრეზიდენტი განათლების ინტერნაციონალის, ევროპის პროფესიული კავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) მმართველი ორგანოს–აღმასრულებელი კომიტეტის არჩეული წევრია.


სპმთპ-ის პარტნიორები არიან: 


solidarity  აშშ-ის შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრი;


AFT logo   ამერიკის მასწავლებელთა ფედერაცია

 

ilo logo vectorშრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).