32 2 37 30 67
 contact@educator.ge

საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში სპმთპ-ის წევრ-დასაქმებულთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2014 წლის რიგით VII საანგარიშო ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება ა.ა.ი.პ. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის”  დაფუძნების შესახებ.

ა.ა.ი.პ. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი” საწესდებო და სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე:

  • აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა საჭიროებების მარკეტინგულ კვლევას და სპმთპ-ის წევრთა მოთხოვნების შესწავლას;
  • ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სტანდარტების შესაბამისად ქმნის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებსა და მოდულებს;
  • ზრუნავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებაზე;
  • ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მენეჯმენტის, სოციალური პარტნიორების, ადმინისტრაციების წარმომადგნელებისა და საქმის მწარმოებლების ხელშემწყობ პროგრამებს.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის

თემატური მოდულები:

  • თვითშეფასების კითხვარი;
  • ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა;
  • მასწავლებლის პორტფოლიო;
  • გაკვეთილის დაგეგმვა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, შიდა დაკვირვების გაკვეთილების ჩასატარებლად;
  • მოსწავლის განმსაზღვრელი, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება.

 უფროსი მასწავლებლებისთვის სატრენინგო მოდულები:

  • პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა;
  • სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა;
  • გარე დაკვირვებისთვის გაკვეთილის დაგეგმვა;

მცირე კონტინგენტიანი სკოლის პედაგოგებისთვის  სატრენინგო მოდული;

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა კლასკომპლექტში.

 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთა სატრენინგო მოდული:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები;
  • სასკოლო მზაობის პროგრამა;
  • მუსიკა და მოძრაობა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება;
  • ზოგადი უნარების განვითარება აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვთა ფსიქოლოგია;
  • ბავშვთა ინკლუზია;
  • ბავშვთა უფლებები.

2016 წლიდან ტარდება ტრენინგები საგანმანათლებლო დაწესებულებების ბუღალტრებისათვის თემაზე:

,,საბუღალტრო საქმის წარმოების სამართლებრივი საფუძვლები და ელექტრონული საქმის წარმოება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

2017 წელს აზერბაიჯანულ ენაზე მომზადდა დაწყებითი მათემატიკის საგამოცდო საკონსულტაციო ტრენინგ-მოდული.

  • საპილოტე-ტრენინგები ჩატარდა ბოლნისისა და მარნეულის აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისთვის.

2018 წელს არაქართულენოვანი პედაგოგების დასახმარებლად, მომზადდა  პროფესიული უნარების   სატრენინგო მოდული რუსულ ენაზე.

  • საპილოტე რეჟიმში ჩატარდა ტრენინგები: ახალქალაქის, ბოლნისისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისათვის .

2017 წელს, ს.ს.ი.პ. ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან” საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულია პროექტი:,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.“ 

  • პროექტში მონაწილეობა მიიღეს კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მცირეკონტიგენტიანი სკოლების პარაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა. სამი რეგიონის 16 მუნიციპალიტეტის 88 საჯარო სკოლიდან პროექტის წარმატებით განხორიცლებისათვის 846 პედაგოგებს მიენიჭა 1.5 კრედიტქულა.

2019 წელს ს.ს.ი.პ. ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან” თანამშრომლობით განხორციელდა აკრედიტირებული პროექტი  „საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“.

  • ქვეყნის მასშტაბით პროექტში მონაწილეობა მიიღო 1401-მა მათემატიკის მასწავლებელმა. ჩატარდა საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა 344 სამუშაო შეხვედრა. პროექტის დასკვნით ნაწილში გაიმართა მათამეტიკის მასწავლებელთა ორი კონფერენცია, ქალაქ ქუთაისსა და თბილისში . პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგს მიენიჭა კრედიტქულები .