ა(ა)იპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ არის „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. ,,ცენტრის" შექმნის მიზანი იყო საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა. კერძოდ,
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ მასწავლებლების პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის სატრენინგო მოდულებისა და გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და მასწავლებელთა გადამზადება. მასწავლებლების კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის დასადასტურებლად საგამოცდოდ მოსამზადებელი სატრენინგო პროგრამების შექმნა და მასწავლებელთა მომზადება.
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ცენტრში შექმნილი სატრენინგო მოდულებით საგანმანათლებლო პროცესების წარმართვა.
მიმდინარე ეტაპზე ცენტრი ახორციელებს სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამებს შემდეგი თემატიკით:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის:
• ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება სასწავლო პროცესში
• პროგრამა „teams“-ში მუშაობის სწავლება (ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე)
• ბლოგის შექმნა და მასზედ პორტფოლიოს წარმოდგენა
• მოსწავლის განმსაზღვრელი, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება
V- IX კლასების მასწავლებლებისთვის:
• პროექტებით სწავლება - ბუნებისმეტყველება, ბიოლოგია
• პროექტებით სწავლება - მათემატიკა
• ბიბლიოთეკის საქმისწარმოება სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის
• სპეც.მასწავლებლებისათვის ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა და სხვა დამხმარე რესურსები
• განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტის (ტესტური დავალების) შექმნის მეთოდოლოგია მათემატიკაში
• კვლევაზე დაფუძნებული სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებში
• STEM მიდგომების დანერგვა დაწყებით საფეხურზე
• დაწყებითი მათემატიკის კურსი აზერბაიჯანულ ენოვანი სკოლებისთვის.
• აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის მშობლიური ენის საგამოცდოდ მოსამზადებელი ტრენინგები
• სპეც. მასწავლებლების საგამოცდოდ მოსამზადებელი ტრენინგი
• ქართული ენის ფლობის B1 დონის სასერტიფიკატო ტესტირებისთვის მოსამზადებელი პროგრამა
• კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები 17 საგანობრივ დისციპლინაში
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულთათვის:
• ოკუპაციური თერაპია
• ბულინგი და ბავშვთა უფლებები
• სტრესულ გარემოში მუშაობის ფსიქოლოგია
• სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები
• სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია
• მუსიკის სწავლების სტრატეგიები (მუსიკის მასწავლებლებისთვის)
• პირველადი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარება;
• სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა, ავტორიზაციის პროცესები
• ბავშვთა რთული ქცევის მართვა;
• Zoom-ის პროგრამაში მუშაობის სწავლება ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის
• საგანგებო სიტუაციების მართვა და შრომის უსაფრთხოება
• კომუნიკაციის მექანიზმები, კომუნიკაცია მშობლებთან
• ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები
• კურიკულუმის დაგეგმვა და დანერგვა
• კომპიუტერული უნარები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულთათვის
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2015 წლიდან 2025 წლამდე გადამზადებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ათობით ათასი მასწავლებელი, სკოლების დირექტორები და სხვა პერსონალი.
2017 და 2018 წლებში ცენტრმა განახორციელა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ორი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ბენეფიციარებს გაწეული შრომისა და პროფესიული მიღწევებისთვის მიენიჭათ კრედიტქულები, რაც დაეხმარა მათ კარიერული წინსვლის პროცესებში.
,,ცენტრი” საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ჩართულია მასწავლებელთა საჭიროებების კვლევით პროცესებში და ეტაპობრივად, საჭიროებიდან გამომდინარე ქმნის ახალ სატრენინგო მოდულებს.
ორგანიზაცია დიდ ყურადღებას აქცევს განათლების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენებისათვის საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას.
მიმდინარე პერიოდში ცენტრმა დაიწყო ახალი სასწავლო პროგრამით ტრენინგები: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო პროცესში. დიდია მასწავლებელთა დაინტერესება, რაც მათი უკუკავშირიდან ნათლად ჩანს.
დღეისათვის ცენტრი მუშაობს 35 სატრენინგო მოდულით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთათვის და 15 სატრენინგო მოდულით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულთათვის.
,,ცენტრი” აქტიურად არის ჩართული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის ამ დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების კუთხით. მომზადებულია მრავალფეროვანი სატრენინგო პროგრამები, რაც ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესში ეხმარება როგორც მუნიციპალურ ბაღების გაერთიანებებს ასევე ცალკეულ სკოლამდელ დაწესებულებებს.