საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ), საქართველოში არსებული საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთ პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება, წარმოდგენილია 64 სტრუქტურული ქვედანაყოფით.
სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო და აჭარის რესპუბიკური საბჭო ასერთიანებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოელბის, საბავშვო ბაგა-ბაღების და ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის 40 000 წევრს და 2208 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას.
სპმთპ-სა და საქართველოს განათების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის, 2017 წლის 16 მარტს, გაფორმებული ,,დარგობრივი შეთანხმების" თანახმად სპმთპ აღიარებულია სოციალურ პარტნიორად. სპმთპ-ის პრეზიდენტი წარმოდგენილია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომისიებში და 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახლაგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მიერ შექმნილ ორ სამეცნიერები-საკონსულტაციო საბჭოში.
სპმთპ საერთაშორისო ორგანიზაცია - განათლების ინტერნაციონალის (EI), ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრია (GTUC).
სპმთპ ორგანიზაციული განვითარების მთავარ პრიორიტეტად ისახავს ევროპული პროფესიული კავშირების პრინციპებსა და ღირებულებებთან დაახლოებას.
სპმთპ აქტიურად არის ჩართული EI-ETUCE-ის პოლიტიკისა და სტრატეგიების განსაზღვრაში.
სპმთპ–ის პრეზიდენტი განათლების ინტერნაციონალის, ევროპის პროფესიული კავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) მმართველი ორგანოს–აღმასრულებელი კომიტეტის არჩეული წევრია.
საერთაშორისო ორგანიზაცია–განათლების ინტერნაციონალი (EI) არის მასწავლებელთა ხმა და განათლების სფეროში სხვა დასაქმებულთა მსოფლიოს მასშტაბით171 ქვეყნის 396 პროფკავშირულ ორგანიზაციას აერთიანებს. განათლების ინტერნაციონალი წარმოადგენს და იცავს მსოფლიოს განათლების სფეროში 32,5 მლნ დასაქმებულის ინტერესებს, დაწყებული საბავშვო ბაგა–ბაღებიდან უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით.
ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი ( ETUCE)განათლების ინტერნაციონალის ევროპულრეგიონს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში 48 ქვეყნის 131მასწავლებელთა პროფკავშირებს აერთიანებს და განათლების სექტორში დასაქმებულ 11მილიონ პედაგოგს წარმოადგენს. ETUCE ევროკავშირის დონეზე განათლების სფეროში სოციალური პარტნიორი და ევროპის პროფკავშირების ფედერაციის (ETUC) წევრი ორგანიზაციაა.
საქართველოს პროფესიული კავშირების აერთიანებს 22 დარგობრივ ორგანიზაციას საქართველოში.