საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარება, უმნიშვნელოვანესი პირობაა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის, ძლიერი და ეფექტური პროფკავშირის შექმნისათვის.
დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვისა და პროფესიული ინტერესების ადვოკატირებასთან ერთად, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ზრუნავს წევრთა პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად.
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა,დასაქმებულთა ღირსეული შრომითი გარემო-პირობების შექმნის, მასწავლებლის სტატუსის ამაღლებისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის საწინდარია.
2007 წლიდან, სპმთპ საერთაშორისო და ევროპული პარტნიორების დახმარებით, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების დანერგვის მიზნით, ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს:
- 2007-2011 წლები - საერთაშორისო გაცვლითი პროექტი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის - ,,მოზაიკა 2 “(AFT) ;
- 2009-2013 წლები - საერთაშორისო- განათლების პროგრამა ,,მოქალაქეთა ხმები- დემოკრატიული მოძრაობის ბანკი” (AFT);
- 2012-2014 წლები - ,,მასწავლებლები ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის” EI-AFT);
- 2014-2016 წლები - ,,სპმთპ ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის” ევროკავშირი) ;
- 2017-დან მიმდინარეობს დანიის უმაღლესი საფეხურის ეროვნული პროფკავშირის (GL) თანადგომისა და პარტნიორობის პროექტი: ,,საქართველოში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება, მასწავლებელთა პროფკავშირთან თანამშრომლობით.”
ძლიერი პროფკავშირი განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისათვის
Ø 2015 წლის თებერვალში, ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ ახალი სქემის პროექტის შემუშავება-განხილვის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფო კომისიის ფუნქცია/შემადგენლობა, სადაც მასწავლებლების ინტერესებს წარმოადგენდა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე.
სპმთპ, წევრთა მოთხოვნების, განათლების ექსპერტებისა და იურიდიული დეპარტამენტის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, ახორციელებს რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგს და დასაქმებულთა ინტერესების ადვოკატირებას.
სპმთპ-ის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, კარიერული წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით,2014 წლის ნოემბერიდან ფუნქციონირებს სპმთპ-ის ა.ა.ი.პ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი”, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური განათლების ექსპერტებითა და ტრენერთა ჯგუფით. სკოლამდელი და ზოგადსაგანმანთლებლო სისტემის დასაქმებულთა საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება სატრენინგო მოდულები.
ტრენინგებისა და სემინარების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს