საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

,,განათლების რეფორმის წარმატების გასაღები არის კვალიფიციური, დაცული, მოტივირებული და მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მასწავლებელი”- განაცხადა სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სვეტლანა სურგულაძემ. სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ქ. თბილისის N:11 საჯარო სკოლაში, N: 12 საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ლელა ჩუბინიძის თავმჯდომარეობით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ნაძალადევის საგანმანათლებლო დაწესებულებების სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციებიდან არჩეულმა 77-მა დელეგატმა. სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ხეტეშვილი, სპმთპ-ის ცენტრალური აპარტის ოფის-მენეჯერი ლალი გოგიჩაიშვილი, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების დირექტორები. სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სვეტლანა სურგულაძემ რაიონულ ორგანიზაციაში განხორციელებული ოთხწლიანი პროფკავშირული საქმიანობა შეაჯამა. ,,სპმთპ-ის ნაძალადევის ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, კოლეგიალურ და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს, წევრების ინტერესების დაცვასა და მათი მოთხოვნების შესრულებას ”- განაცხადა სვეტლანა სურგულაძემ. მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის განვითარების ქვაკუთხედი - პროფკაშირული მუშაობის გაძლიერება, დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, წევრების მოზიდვა-დამაგრება, პირველადი ორგანიზაციების გააქტიურება და მათი ფუნქციების უფრო ეფექტურად ამოქმედება. ანგარიშის წარდგენისას მომხსენებელმა ისაუბრა 2013 წელს ,,ყვითელი პროფკავშირების” მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და მმართველი პარტიის მხარდაჭერის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, რამაც შექმნა გარკვეული სიძნელეები და რაიონული ორგანიზაციის აღდგენის პროცესში მასწავლებელთა დაბნეულობა გამოიწვია. ,,ყვითელი პროფკავშირები“ იყენებდნენ ნაძალადევის რაიონის მაჯორიტარ-დეპუტატის თამარ კორძაიას სახელს და კოორდინატორად არჩეული ჰყავდათ პარტია ,,ქართული ოცნების“ აქტივისტი. სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივითა და სვეტლანა სურგულაძის ორგანიზებით ჩატარდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებმა და მასწავლებლებმა. ღონისძიებაზე მოწვეული იყო პარლამენტის წევრი, კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ-დეპუტატი თამარ კორძაია. თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც მოქმედებენ ახალი პროფკავშირის სახელით, არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ ისაუბრონ თამარ კორძაიას მხარდაჭერაზე, ისინი მოქმედებენ პარლამენტის დეპუტატთან შეთანხმებისა და მისი ნებართვის გარეშე. სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებიდან გამომდინარე, სკოლამდელ დაწესებულებებში პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების აღდგენა დაიწყო მხოლოდ 2014 წლიდან. სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის მრავალწლიანი პრაქტიკისა და გამოცდილების დამსახურებაა, რომ 2018 წლის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციისთვის ნაძალადევის რაიონის 38 საგანამანათლებლო დაწესებულებაში არის შექმნილი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები და გაერთიანებულია 866 წევრი. ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ კონფერენციის დელეგატებს წარუდგინა სპმთპ-ის ადგილობრივი საბჭოს მუშაობის მექანიზმები. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი საბჭოს სხდომებზე, რაიონის წევრების მხრიდან დაყენებული მოთხოვნებისა და ინიციატივების გათვალისწინებით მუშავდება სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის პროექტი, მიმდინარეობს მსჯელობა პირველადი ორგანიზაციების ლიდერებთან, დასაქმებულთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ და პროფესიულ ინტერესებთან დაკავშირებით. ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ნაძალადევის რაიონის N:11 და N:112 საჯარო სკოლების ადმინისტრაციების მიმართ, საანგარიშო პერიოდში 1131 მსმენელის მასპინძლობისთის. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონის წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სკოლების დასაქმებულებისთვის მიმდინარეობდა ტრენინგ-სემინარები საგნობრივი, თემატური და პროფესიული მოდულებით, ასევე, აქტიურ, ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდებოდა პროფესიული ზრდის ხელშემწყობი ტრენინგები ბაგა-ბაღების დასამქებულთათვის. წევრთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიმართულებით, ნაძალადევის რაიონული ორგანიზაცია, მძიმე ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის გაურესების შემთხვევაში წევრებისათვის გასცემდა მატერიალურ დახმარებებს და ამ მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა, 4490 ლარის ოდენობით. სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის წევრებისთვის საზაფხულო დასვენების შეღავათიან პროგრამასთან ერთად, ტრადიციად დამკვიდრდა ქალთა და დედის დღეებთან დაკავშირებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარება, კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები - თეატრებში სპექტაკლებზე წევრთა მიწვევა და წევრთა შვილებისათვის ,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის“ მილოცვა. საშობაო ნაძვის ხის ზეიმზე წევრების 850-ზე მეტმა შვილმა მიიღო მონაწილეობა. 2017 წელს, მარტსა და დეკემბერში სამდღიანი ექსკურსია მოეწყო პროფწევრებისათვის, ქობულეთსა და ბათუმში. საანგარიშო პერიოდში, 22 საჯარო სკოლისა და 8 საბავშვო ბაგა-ბაღის პირველადმა ორგანიზაციებმა ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის ბიუჯეტიდან მიიღეს ეკსკურსიების დაფინანსება. სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების როლი. მან წარმატებები უსურვა ნაძალადევის 13 პირველად ორგანიზაციაში ახლადარჩეულ თავმჯდომარეებს და იმედი გამოთქვა, რომ მათი აქტიურობა და ენერგია სათანადო წვლილს შეიტანს რაიონული ორგანიზაციის გაძლიერებაში. მომხსენებელმა გააჟღერა ახალი ინიციატივა, ადგილობრივი საბჭოს გასვლითი სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა გულისტკივილით აღნიშნა სამეურვეო საბჭოებისა და დისციპლინური კომიტეტების მუშაობის ნაკლოვანებები. მან ისაუბრა სამეურვეო საბჭოებისა და დისციპლინური კომიტეტების წევრი პედაგოგების გადამზადებაზე, თავიანთი ფუნქცია-მოვალეობების უკეთ გათვითცნობიერების მიზნით. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ორგანიზაციის 4-წლიანი საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა კონფერენციის დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია, კრიტიკული შენიშვნებისა და წინადადების განხილვა. კონფერენციის დელეგატებმა მადლობა გადაუხადეს სვეტლანა სურგულაძეს, მზრუნველობისა და გაწეული საქმიანობისათვის. მათ კენჭი უყარეს ღვაწლმოსილი თავმჯდომარისათვის, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას და ერთხმად დაუჭირეს მხარი. კონფერენციის ბოლოს, განისაზღვრა და დამტკიცდა სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობა 39 წევრით, კონფერენციის დელეგატებმა აირჩიეს სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ექვსი დელეგატი. კონფერენციის დასასრულს 10 წელზე მეტი პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეობის ხაზგასმით მიზნით 23 პირველადის თავმჯდომარეს მადლობის სიგელები გადაეცათ, ხოლო ნაყოფიერი თანამშორმლობის ხაზგასასმელად სპმთპ-ის სიგემები გადაეცათ საჯარო სკოლების დირქტორებსა და ბაგა-ბაღების გამგეებს.
edu
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30