32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ძლიერი პროფკავშირი განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისათვის

დაცული უფლებები და ღირსეული შრომითი პირობები-ხარისხიანი განათლების საწინდარია

ძლიერ პროფკავშირს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები

ერთად ავამაღლოთ პროფკავშირის როლი დემოკრატიული  სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში

2019 წლის 7-8 დეკემბერს, წყნეთის პედაგოგთა სასწავლო ბაზაზე, გაიმართა ორდღიანი შემაჯამებელი სემინარი, თემაზე „წერითი/შემაჯამებელი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება.სემინარში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 20 საჯარო სკოლის 40-მდე მასწავლებელი, რომელთაც იგივე თემატიკაზე გაიარეს დანიელი ტრენერების ოთხდღიანი ტრენინგ-სემინარი, პროექტის ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, სპმთპ-თან თანამშრომლობითფარგლებში. აღნიშნულ პროექტს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ), დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნულ პროფკავშირთან (GL) თანამშრომლობითა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2017 წლიდან ახორციელებს.

    ორდღიანი შემაჯამებელი სემინარის მიზანი იყო დანიურ ტრენინგებზე მიღებული სწავლა-სწავლების თანამდროვე მეთოდების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების შედეგად მიღებული უკუკავშირის განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება. გასული ორი თვის განმავლობაში, სპმთპ-ს ხელშეწყობით, დანიელი ექსპერტ-მასწავლებლების მიერ გადამზადებულმა ქართველმა პედაგოგებმა, თავიანთი სკოლისა და რაიონის დონეზე გამართეს შეხვედრები კოლეგებთან. წარუდგინეს სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციები, საგაკვეთილო პროცესში მისი დანერგვა/განვითარების პერსპექტივები, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარების ხელშწყობისათვის. დანიური პროექტის ბენეფიციარმა მასწავლებლებმა კოლეგებს გააცნეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ფლუმის ხუთკუთხა და შვიდკუთხა მეთოდები, სხვადასხვა ტიპის წერითი/შემაჯამებელი დავალებები, თამაშით სწავლების მექანიზმები - ფაზლი, დომინო და სხვა.

     სემინარის პირველ დღეს, ხუთმა მასწავლებელმა წარმოადგინა პრეზენტაციები:

. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის გეოგრაფია-საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელმა ანა ანუშიძემ და ხელოვნების მასწავლებელმა მთვარისა ბაბილოძემ; გარდაბნის მუნიციპალიტეტის . ლემშვენიერას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ცარო ხარზიანმა და ამავე სკოლის დირექტორმა გულნაზი ჭელიძემ;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა მანანა ჩიქოვანმა; დაბა ხარაგაულის N:2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მადონა ულუმბელაშვილმა და ხელოვნების პედაგოგმა მარინე ვეფხვაძემ; . გორის N:7 საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგმა ნინო ნონიკაშვილმა.

გაიმართა დისკუსიები. მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებდნენ, დანიური პროექტის ფარგლებში მიღებული სიახლეების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის წარმატებულ მაგალითებს, და თავიანთ შედეგებსა და შეხედულებებს, გამოვლენილ ბარიერებს და მათი დაძლევის ეფექტურ სტრატეგიებს.

სემინარს ესწრებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი,რომელმაც განათლების სისტემაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გააკეთა აქცენტები. შალვა მეკრავიშვილმა სემინარის მონაწილეებს გააცნო

სამინისტროს ხედვები და მიდგომები, წერით/შემაჯამებელ დავალებებსა და განმსაზღვრელ/განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობა და მიესალმება,

ამ პროცესში, სპმპთ-ს ჩართულობას: ,,ჩვენი დეპარტამენტის კარი ყოველთვის ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, სამუშაო შეხვედრებისთვის, თუ ნებისმიერი სხვა ფორმატისთვის. ვითანამშრომლებთ იმ მიზნით, რომ შევიმაშაოთ ისეთი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მაქსიმალურად მისაღები, მიღწევადი და ოპტიმალური იქნება. ერთის მხრივ, მოგიწოდებთ, რომ ჩვენი უწყება დაიბომბოს პროფესიონალ მასწავლებელთა ინიციატივებით, მოსაზრებებით და შემოთავაზებებით, რადგან ეს სფერო ყველასთვის საერთო სფეროა და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ განათლების სისტმის განვითარებაზე დამოკიდებულია სახელმწიფოს განვითარება. მეორეს მხრივ, ველით რეკომენდაციების პაკეტს სპმთპ-სგან, რათა უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს პროფკავშირისა და მასწავლებლების ჩართულობამ და ადვოკატირებამ.

შემაჯამებლი სემინარის პედაგოგებსა და მოწვეულ სტუმარს შორის შედგა დისკუსია არაერთ საინტერესო საკითხზე, რაც სწავლა-სწავლების ხელშეწყობასა და განვითარებას შეეხება პრაქტიკოსი მასწვლებლების ჩართლობით.

სემინარის მეორე დღეს განათლების ექსპერტმა, სპმთპ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების საკითხებში, გიორგი ნოზაძემ ერთობლიობაში განიხილა დანიური პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი პედაგოგების მიერ პირველი თემატური ჯგუფის მასწავლებელთა აქტივობების პრეზენტაციები, შედეგები და ბარიერები. მან აქცენტი გააკეთა მოსწავლეთა კომპეტენციების შეფასების ეფექტურ გზებზე. კერძოდ, ურჩია პედაგოგებს გამჭოლი და კერძო საგნობრივი კომპეტენციების ფლობის შემოწმების მიზნით შეაგროვონ შესაბამისი მტკიცებულებები და ანალიზის საფუძველზე გააკეთონ დასკვნები. ბატონმა გიამ მასწავლებლებს წარუდგინა მოსწავლეთა შეფასების რამდენიმე მოდელი: ,,შეფასება კონვერტით, ,,თვითშეფასების ინსტუმენტი- ამება, ,,წერითი დავალების უკუკავშირის მოდელი და სხვა. გიორგი ნოზაძემ ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთკავშირებს, მათ შორის, მოსწავლის განვითარების/მზაობის დონის დადგენას, ტექნიკური საშუალებების გამოყენებას, ინდივიდუალური უკუკავშირის პრაქტიკის დანერგვას, მოსწავლის განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლის პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებული შენიშვნებისაგან თავის არიდებას. მომხსენებელმა, წერით და შემაჯამებელ დავალებებზე მსჯელობისას, ურჩია პედაგოგებს, რომ მოახდინონ წინა ნაშრომის აღწერა და არა განსჯა, ისე რომ უბიძგონ მოსწავლეებს ფიქრისკენ ან/და ,,აიძულონ განცვიფრება.

შემაჯამებელი სემინარის კოორდინატორმა ეკატერინე ჭელიძემ კოლეგებთან ერთად შეიმუშავა სამომავლო სამოქმედო გეგმები წერით/შემაჯამებელ დავალებელთან დაკავშირებული სარეკომენდაციო პაკეტის მომზადების მიზნით.

სემინარის დასკვნით ნაწილში სპმთპ-ის პრეზიდეტნმა მაია კობახიძემ პედაგოგებს გააცნო პროფკავშირის ხედვები სისტემაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. მასწავლებლებმა იმსჯელეს ,,მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის პროექტთან დაკავშირებით და შეიმუშავეს წინადადებები.