მ. წ. 7 მაისს ქობულეთის # 1 საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის მე-8 რიგგარეშე კონფერენცია. დღის წესრიგი : ქობულეთის რაიონული საბჭოს არჩევნები.
პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს ოფისში თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია ქობულეთის რაიონიდან მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, გელა ლაზიშვილმა, გაიარა. კონფერენციის მსვლელობისას მან სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
კონფერენციას 29-დან 26 დელეგატი დაესწრო, რომელთაც კენჭისყრის შედეგად რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ (26 ხმით) ბატონი გელა ლაზიშვილი აირჩიეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ალექსანდრე ბერიძემ პროფკავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქობულეთის რაიონული საბჭოს პირველადი ფროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
პუბლიკაციები
- ,,ვხელმძღვანელოთ ერთად - განათლების მინისტრებისა და პროფკავშირების ლიდერების ერთობლივი მიდგომები განათლების მომავალზე”OECD-ISTP
- „გაზარდეთ მასწავლებლების საბაზო ხელფასი და სადამრიგებლო ანაზღაურება“ - პროფკავშირის მიმართვა მინისტრს
- ახალი სასწავლო წელი ახალ-ახალი იდეებით და ბინდითმოსილი მომავლით
- დეკრეტულში სტატუსის, სადამრიგებლოს, კლასკომპლექტის... დანამატსაც მიიღებთ - განმარტება მასწავლებლებისთვის
- კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველო განცხადება