ანდრეს შლაიჩერი, OECD-ის განათლებისა და განვითარების დირექტორის ბლოგი- ,,ვხელმძღვანელოთ ერთად - განათლების მინისტრებისა და პროფკავშირების ლიდერების ერთობლივი მიდგომები განათლების მომავალზე ( გამოქვეყნებულია - 2019 წლის 21 მარტს)
ბლოგი ეძღვნება ,,2019 წლის მასწავლებლის პროფესიის საერთაშორისო სამიტს”, რომელიც OECD-ისა და განათლების ინტერნაციონალის (EI) ინიციატივით ქ. ჰელსინკში გაიმართა.
რეკომენდირებულია - (თარგმანი)
მოლოდინები მასწავლებლების მიმართ დიდი და მზარდია. ჩვენ ყოველთვის მათგან მოველით ღრმა და ყოვლისმომცველ ცოდნას, რას სწავლობენ მათი მოსწავლეები და როგორ ზრუნავენ თავად მოსწავლეებზე. ჩვენ აგრეთვე მათგან ვითხოვთ მეტ მონდომებას, მზრუნველობასა და გულისხმიერებას, იმისთვის, რომ სწავლის პროცესი გახდეს მოსწავლეებისთვის მთავარი. წაახალისონ მოსწავლეების ჩართულობა, გაზარდონ მათში პასუხისმგებლობა; ასევე მასწავლებლებმა ეფექტურად უზრუნველყონ მოსწავლეთა საჭიროებები მათი ენისა და წარმოშობის მიუხედავად; ხელი შეუწყონ ტოლერანტობასა და სოციალურ ინტეგრაციას; უზრუნველყონ მოსწავლეების უწყვეტი შეფასება და უკუკავშირები; მოსწავლეებმა თავი ღირსეულად იგრძნონ და იყვნენ სწავლის პროცესში სრულყოფილად ჩართულები. ჩვენ გვსურს, რომ მასწავლებლებმა მეტად ითანამშრომლონ და იმუშაონ სხვა სკოლებთან და მშობლებთან, საერთო მიზნებისა და მოსწავლეთა უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით.
ამგვარი დიდი მოლოდინები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მასწავლებლები დიდ ზეგავლენას ახდენენ მოსწავლეთა ცხოვრებაზე. ისინი ვინც დღეს წარმატებულები არიან, როგორც წესი, ჰყავდათ მასწავლებელები, ვინც მათი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მათ მისწრაფებებს იცნობდნენ. ჰყავდათ ის, ვინც ეხმარებოდათ მათ გარკვეულიყვნენ საკუთარ თავში, საკუთარი მისწრაფებების აღმოჩენაში და როგორ უნდა გამოეყენებინათ უკეთ მათი შესაძლებლობები; ის მასწავლებელი, რომელმაც ასწავლა მათ, როგორ ჰყვარებოდათ სწავლა და დაეხმარა აღმოეჩინათ გზები, იმისთვის რომ საზოგადოების განვითარებაში შეეტანათ საკუთარი წვლილი.
მაგრამ ჩვენი განათლების სისტემები ფეხს ვერ უწყობენ ამ მოლოდინებს. დღესაც,სკოლების უმეტესობა ისეთივეა, როგორიც ათწლეულების წინ, ხოლო მასწავლებლებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ შესაძლებლობა, განავითარონ მათი უნარები და გამოიყენონ საკუთარი გამოცდილებები, დღევანდელი მოსწავლეების საჭიროებებისთვის.
2019 წელს ქ. ჰელსინკში ფინეთის განათლების სამინისტრომ OECD-ის (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა) და განათლების ინტერნაციონალის (EI) დახმარებით, ერთად მიიწვია განათლების მინისტრები, პროფკავშირების ლიდერები და ექსპერტები ,,მასწავლებლის პროფესიის მეცხრე საერთაშორისო სამიტზე-ISTP”, რომლის მიზანია განათლების სისტემების ხელშემწყობი დღის წესრიგების შექმნა და ჩამოყალიბება. წლების განმავლობაში, ISTP-ის სამიტი გახდა მნიშვნელოვანი შეხვედრა განათლების პოლიტიკაზე სამსჯელოდ. 2019 წლის ISTP-ის სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 21 განათლების მინისტრმა და პროფკავშირის ლიდერმა, კერძოდ PISA-ის კვლევის შესაბამისად წარმატებულმა განათლების სისტემების ქვეყნებმა და აგრეთვე ქვეყნებმა, რომელიც ისწრაფიან უკეთესი საგანმანათლებლო სისტემისკენ.
სამიტის განხილვის ერთ-ერთი თემა იყო, როგორ უნდა გახდეს სწავლება სკოლაში მდგრადი და რელევანტური, რაც გულისხმობს იმას, რომ სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მოსწავლეებს სწავლაენდომებათ;სკოლები კი მასწავლებლებისათვის ინტელექტუალურად და ფინანსურად მიმზიდველი სამუშაო ადგილი,იმისთვის, რომ ინკლუზიური, ეფექტური და ხელმისაწვდომი სწავლის შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მშობლებისა და საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ ნდობა და მხარდაჭერა იგრძნობოდეს. აშკარაა, ეს სათქმელად ადვილია, თუმცა მისაღწევად რთული. როგორც გაერთიანებული სამეფოს განათლების მინისტრმა ჯონ სვინიმ აღნიშნა, არსებობს წინააღმდეგობა განათლების მორალურ მიზანსა და იმ ,,მავნე“ პრობლემებს შორის, რითაც სკოლები გზას სცდებიან და მათდამი ნდობის ეროზიას იწვევს. კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სკოლებს უჭირთ ,,ფართო სურათის” დანახვა.თუმცა, საზოგადოებრიობის ცვლილებებზეც თვალის დახუჭვა არ იქნება ამ ყველაფრის პასუხი. როგორც ალეხანდრო ტიანამ, ესპანეთის განათლების მინისტრმა თქვა: ,,ცვლილება ყველაზე მოქმედებს, ჩვენ ყველას შესაძლოა სხვადასხვა რეაქციები გვაქვს, თუმცა გამოწვევებს თვალი უნდა გავუსწოროთ“.
მდგრადობა აგრეთვე პირდაპირ კავშირშია ინკლუზიასთან. გაერთიანებული სამეფოს პროფკავშირის ლიდერმა ლარი ფლენეგანმა აღნიშნა, რომ თუ ოდესღაც ჩვენ სკოლის სისტემების აწყობას შევძელით სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, დღეს უკვე საერთო მიზანი და მთავარი უნდა გახდეს ინკლუზია. ესეც გარდაულად მიღწევადია. შანხაის განათლების ლიდერმა ლი იონგ ჟიმ შთამბეჭდავმაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, როდესაც ყველაზე შორეულ პროვინციაშიც ყველაზე წარმატებულ მასწავლებლებს რთული საკლასო გარემო აქვთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა მოსწავლე შესაბამისი საუკეთესო სწავლის გარემოთი.
და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მდგრადობამ უზრუნველყოს პროდუქტიულობის ზრდა. სლოვენიის პროფკავშირის ლიდერმა ბრანიმირ სტრუკელჯმა დელეგატებს შეახსენა, რომ საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა გაიზარდოს განათლების უპირატესობა. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ბავშვების განათლებაში უკანასკნელ რესურსებს დებს, რადგან ისინი არიან ქვეყნის მომავალი. მაშინ როდესაც მეორე მხრივ, დასავლური ქვეყნების დიდ ნაწილში მთავრობებში არის ტენდენცია დღევადელი დღის მოთხოვნებიდან საჭიროების მიზნით, მომავალი თაობებიდან ისესხონ ფული და ამ მოქმედებას ხსნიან გარდაუვალი საჭიროებით. ეკონომიკური და სოციალური პროგრესი პირდაპირ კავშირშია ვალების დაგროვებასთან, მაშინ როდესაც განათლებისთვის რესურსები მცირდება. შანხაის განათლების ლიდერის, ლის თქმით, მდგრადობისთვის უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გარდავქმნათ საზოგადოება, სივრცეები, დრო და ტექნოლოგიები, რათა სწავლა გახდეს უფრო რელევანტური, ინკლუზიური და ნაყოფიერი.
2019 წლის ISTP-ის სამიტზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, რაც განათლების საძირკველს ქმნის. დელეგატებმა ხაზი გაუსვეს ბავშვის ცხოვრებაში ადრეული წლების მნიშვნელობას. ყველაზე ეფექტური გარემოებები, რაც პედაგოგიკაში სწრაფად მწიფდება საფუძველი, იმისა რომ ბავშვის კოგნიტური, სოციალური და ემოციური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია კავშირების გამყარება გადაწყვეტილებების მიმღებებსა და მათ შორის, ვინც ამ პროფესიას ემსახურება. შედეგად, მსჯელობა უნდა წარიმართოს არა მარტო ხელმისაწვდომობაზე, არამედ ხარისხზე, აღზრდა-განათლებისა ან ,,განათლებისა და მზრუნველობის ცენტრებზე“ (EduCare)- როგორც ფინეთის განათლების მინისტრმა სანი გრან-ლაასონენმა უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ხარისხიან ადრეულ განათლებას და გარემოს უზრუნველყოფს, ფინეთის გაერთიანების ლიდერმა ოლი ლუკაინენმა დელეგატებს აცნობა, რომ მშობლებს ხშირად განათლების ამ სეგმენტთან დაკავშირებით ისეთი შთაბეჭდილება აქვთ, რომ სკოლამდელი განათლება ბავშვებს ბავშვობას ართმევს.
როგორ უნდა ვუზრუნველყოთ მშობლების ნდობა პროვაიდერების მიმართ და გავაგებინოთ ის, რომ ბავშვობა არ მთავრდება მაშინ როდესაც ადრეული განათლება იწყება ის, რომ ადრეული სწავლება არ აკნინებს სწავლებას, მაგრამ ქმნის ძლიერ საფუძველს სწავლისა და ცხოვრებისთვის?
ესპანეთის მინისტრმა ტიანამ ხაზი გაუსვახარისხის კონტროლის მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით მძიმე ამოცანას წარმოადგენს- განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როცა ადამიანი რესურსებისა და გარემო-პირობებისნაკლებობა.პოლონეთის პროფკავშირების წარმომადგენლმა დოროტა ობიდნიაკმა შეგვახსენა, რომ ზრდასრულები იმდენად თავდაჯერებულები ვართ ხშირად არ ვუსმენთ ჩვენს ბავშვებს, არ ვუსმენთ რაც მათ უნდათ რომ გვითხრან., არ ვისმენთ მათ სათქმელს.
როცა საქმე ეხება სწავლას, ჩვენ ხშირად ვცდილობთ სირთულეების მოგვარებას და დილემის გადაჭრას მხოლოდ სისტემების დონეზე. ექსპერტებთან გავდივართ კონსულტაციებს და მივდივართ კონსენსუსამდე, რა და როგორ უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა, ვქმნით კურიკულუმებს და სისტემებს იმ მიზნით, რომ ვუზრუნველყოთ შესაბამისი ადამიანური რესურსებით და შედეგებს ვამოწმებთ. თუმცა, ადრეულ განათლებაში, ჩვენთან კვლავ ეს სფერო რჩება მკვეთრად ფრაგმენტული. შედეგად, ადრეული განათლება ზოგჯერ სოციალურ უთანასწორობას უფრო აძლიერებს, ვიდრე უზრუნველყოფს ფაქტორს, რასაც დიდი წინაპირობა უნდა იყოს ხარისხიანი განათლებისა და აღზრდის. ბევრ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს ესაჭიროებათ ადრეული განათლება და აღზრდა ნაკლებად აქვთ ამის შესაძლებლობა და უფრო მეტიც თუ არიან ჩართულები ისიც დაბალი ხარისხის მომსახურებას იღებენ. როგორ ვუზრუნველყოთ ეს ბავშვები, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ? რატომაა, რომ რასაც ვიხდით და როგორ განათლების დონესაც მოვითხოვთ დასაქმებულთა ხელფასი და განათლების დონე გაცილებით ჩამორჩება მოთხოვნას?
და ბოლოს, არსებობს დაფინანსების პრობლემა. ბევრი ქვეყანა ამაყობს იმით, რომ მათთან განათლება უნივერსიტეტის ჩათვლით უფასოა.მაგრამ აქ ავიწყდებათ ერთი ჯგუფი: მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა სწავლაც ყველაზე მდიდარი ქვეყნების ნაწილშიც კი ფასიანია. ყველაფერი ეს გვიჩვენებს, იმას რომ ადრეული განათლებას აღვიქვმთ, როგორც ,,დამატებით” არჩევანს, და არა როგორც არსებით საძირკველს ინდივიდებისა თუ ერთიანი წარმატებისთვის - ის რაც უზრუნველყოფს შესაძლებლობას მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური უნარების განვითარებისათვის. OECD-ში ჩვეულებრივ მხარს ვუჭერთ საუნივერსიტეტო განათლების ხარჯებისა და სარგებლის თანაბარ განაწილებას სტუდენტებსა და გადასახადების გადამხდელებს შორის, მაგალითად, შემოსავლის კონტინგენტის სესხებით, ან გრანტებით. მაგრამ ეს არაა კარგი რეცეპტი ადრეული განათლებისა და ზრუნვის დარგისათვის. ეჭვგარეშეა, რომ არც ერთი განათლების დარგი არ არის წარმატებული საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე.
სამიტის დელეგატებმა აგრეთვე იმსჯელეს ერთიანი ლიდერშიფის ახალი მიდგომების განვითარებაზე.სწავლების მასშტაბური ტრანსფორმაციისთვის საკმარისი არაა მკაფიო ხედვა იმის, თუ რა არის შესაძლებელი; ჩვენ აგრეთვე გვჭირდება ეფექტური სტრატეგიები, რომ მოვახდინოთ ცვლილება განათლებაში. როგორც ჰონგ კონგის პროფკავშირის ლიდერმა იპ კინ- იუენი აღნიშნავს, აუცილებელია სკოლების პასუხისმგებლობების შესასრულებლად სტაბილური გარემოს შექმნისა და სწრაფად მზარდი მსოფლიოს განვითარებისთვის შესაძლებლობების შეთანხმება.
კარგი სიახლე ისაა, რომ ჩვენი ცოდნა იმის თაობაზე, თუ რა მუშაობს განათლების სფეროში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დაგროვილი ცონდა და შესაძლებლობები მაშინ არის ღირებული თუ ის მუშაობს, განათლებაში პროგრესისკენ მიმავალი გზა მაშინ ბინძურდება, როდესაც კარგი იდეები არასაკმარისად ხორციელდება. ერთი მიზეზი, თუ რატომ ვაწყდებით სირთულეებს განათლების სისტემის რეფორმირებისას, არის სექტორის მასშტაბები და მოცულობა; და გამომდინარე იქედან, რომ განათლებასთან ყველას ჰქონია რაღაც შეხება მაინც, ყველა ფიქრობს, რომ ესმის სფეროს საჭიროებები. ყველა მხარს უჭერს განათლებაში რეფორმებს - თუმცა არა საკმარისად. ისინიც კი ვინც მხარს უჭერს რეფორმას ხშირად იცვლიან აზრს მაშინ, როდესაც რეალურად მათ შეეხებათ ცვლილება. მაშინვე ჩნდება პრივილეგიების დაკარგვის საშიშროება, ისინიც კი, ვინც რეფორმას ხელს უწყობენ, აზრს იცვლიან, როცა ხვდებიან, როგორ აისახება ეს რეფორმა მათზე. არსებობს პრივილეგიის დაკარგვის პრობლემაც, რადგან დადგენილი პროვაიდერების ფართო სტრუქტურამ ბევრი ინტერესი გამოიწვიოს. ზოგჯერ რთულია ბაყაყებს ჭაობის გაწმენედა დაავალო. ამიტომაა, რომ სტატუს კვოს ბევრი დამცველი ჰყავს: დაინტერესებული მხარეები, რომლებისთვისაც უმჯობესია განათლების სფეროში ცვლილების შეფერხება. ხშირად გაურკვეველია რეფორმებიდან ვინ ისარგებლებს და რამდენად. ხარჯები მოკლევადიანია ხოლო სარგებელი თანდათან გაიზრდება. მინისტრებმა შესაძლოა წააგონ არჩევნები განათლებაში არსებული პრობლემების მიზეზით, თუმცა ისინი იშვიათად იმარჯვებენ განათლების დამსახურებით, რადგან ერთ საარჩევნო ვადაში იშვიათად მწიფდება ცვლილების ნაყოფი.
გამოწვევების დაძლევის მიზნით, სამიტის დელეგატები აღნიშნავდენ, რომ აუცილებელია ყველა საგანმანათლებლო სისტემაში ერთობლივი ხელმღვანელობა: მასწავლებლების, სკოლის ხელმძღვანელებისა და სისტემის მესვეურების. სინგაპურის გაერთიანების ლიდერის, მაიკ ტირუმანის თქმით, განათლებას უნდა უძღვებოდნენ ის ადამიანები, ვინც სისტემის მხრიდან გრძნობენ მხარდაჭერას.
ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლილებები, სადაც რესურსები, შესაძლებლობების განვითარება, ცვლილებები და სწორი კლიმატი იქნება მობილიზებული, წახალისდება ინოვაციები და განვითარება და არ იქნება მორჩილებაზე ორიენტირებული. იერარქიული ბიუროკრატია უნდა დასრულდეს, რაც დღეს კვლავ დომინირებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
განათლების ლიდერებმა უნდა შეცვალონ ინსტიტუციონალური სტრუქტურები, რომელიც ხშირად აგებულია ზრდასრულთა ინტერესებსა და ჩვევების სასარგებლოდ, სისტემა მოსწავლეებისათვის უნდა წარმოადგენდეს ინსტიტუტს, როგორც სოციალურ ჰაბს; შექმნან კავშირები დარგებსა და ქვეყნებს შორის იმისთვის, რომ ითანამშრომლონ მთავრობებთან სოციალურ ჯგუფებთან, ბიზნესთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
სისტემის ლიდერებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ შეუძლიათ ორგანიზაციულ პოლიტიკასა და პრაქტიკას ხელი შეუწყონ ან მის ტრანსფორმაციას და მზად იყვნენ სისტემასთან დასაპირისპირებლად, თუ ის რაიმე ცვლილებას ზღუდავს. მათ უნდა შექმნან მიდგომები, რითაც შეძლებენ ამოიცნონ განვითარებადი ტენდენციებისა და მაგალითების გაზიარებას. თუ როგორ შეიძლება არგონ ან ავნონ ინოვაციებს, რისი მიღწევაც სურთ. სლოვენიის განათლების მინისტრმა ჯერნეჯ პიკალომ დაამატა რომ აუცილებელია დაგეგმვისა და ცვილებების ინიცირებისას მდგრადობის უზრუნველყოფა.
21-ე საუკუნეში ლიდერებმა დადგენილი წესები პრაქტიკაში უნდა განახორციელონ და უზრუნველყონ საუკეთესო პრაქტიკის კულტურის დანერგვა, რადგან ასეთი მიდგომების კულტურად დამკვიდრება ხდის პროგრამებს სისტემატურსა და მდგრადს. უფრო მეტიც კულტურის დამკვიდრება, ნიშნავს კარგი სწავლების სისტემას, სისტემაზე ორიენტირებულ ინოვაციურ და მიზნობრივ კოლაბორაციას. სინგაპურის განათლების მინისტრმა ინდირა რააჰმა აღნიშნა, რომ ერთობლივი ხელმძღვანელობით იქმნება ერთიანობის განცდა, რა დროსაც მასწავლებლების პროფესიონალიზმი ფასდება და იქმნება სისტემა, სადაც მათი პროფესიონალიზმი გამოჩნდება. ლიდერობას რთული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.როგორც ბელგიის განათლების მინისტრმა ჰარალდ მოლერმა აღნიშნა, კურიკულუმები უფრო მეტად ხდება გადატვირთული და აუცილებელია მისი ეფექტურობის მხრივ ცვილილება.
და ბოლოს, ლიდერობა ნიშნავს გამჭვირვალობას მასწავლებლებსა და სკოლის ლიდერებთან, კერძოდ ჩვენებას იმისა, თუ საით მიდის რეფორმები და რას ნიშნავს ეს მათთვის. როგორც შანხაის განათლების ლიდერმა ლიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყველა მასწავლებელს ეცნობოს განსახორციელებული პოლიტიკის მიზეზი, რათა გაითავისონ და დანერგოს იგი. სამიტზე მუშაობამ დაგვანახა, რომ წარმატებულია სკოლის სისტემები მაშინ, როდესაც ვითარდება მასწავლებლების პროფესიონალიზმის პრაქტიკაში განვითარება. ზოგი კამათობს, რომ მასწავლებლებს ვერ მისცემენ მეტ ავტონომიას, რადგან მათ აკლიათ უნარი და გამოცდილება, რომ სხვებს გადასცენ, აქ შეიძლება სიმართლის ნაწილი დავინახოთ. მასწავლებლების არასაკმარისი ჩართულობა სისტემაში, მათი უგულებელყოფა, ეს ისევე როგორც მხოლოდ ჰამბურგერების გაცხელებას ვასწავლით და არ არის პერსპექტივა შეფ მზარეულობის.
21-ე საუკუნის სკოლის სისტემაში დაჩქარებული ცვლილებების განხორციელება გარდაუვალია და ამისთვის აუცილებელია მასწავლებლის პროფესიონალიზმის აღიარება. კურიკულუმების საკლასო ოთახებში ყველაზე ეფექტური მცდელობების განატანაც კი ათწლეულზე მეტხანს იწელება დროში, რადგან სისტემის სხვადასხვა დონეზე მიზნებისა და მეთოდების მიწოდებასა და მათ მასწავლებელთა ტრადიციულ განათლებაში გათვალისწინებას დიდი დრო სჭირდება. ყველაზე ეფექტური მცდელობის დროსაც კი საგაკვეთილო პროცესში მორგებულიო კურიკულუმი, ათწლეულები დაჭირდება, რადგან უნდა გაიაროს განათლების სხვადასხვა შრეები. სწრაფად ცვალებად სამყაროში, სწრაფად იცვლება - რა, როგორ და სად უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. შესაბამისად ასეთი ნელი ტემპი აღარაა საკმარისი. ჩვენი საზოგადოებების მოთხოვნები სწრაფად იცვლება, რაც ჩვენს მმართველობითი მექანიზმების სტრუქტურულ შესაძლებლობებს უკიდურესად წინ უსწრებს. როდესაც ყველაფერი ასე სწრაფად იცვლება, განათლების სისტემების ნელი და მოუქნელი ცვილებების ადაპტაცია უშლის ხელს ამ პროცესებს. განათლების საუკეთესო მინისტრიც კი ვეღარ შეძლებს მილიონობით მოსწავლის, ასობით ათასი მასწავლებლისა და ათი ათასობით სკოლის საჭიროებების შესაბამისად დაკმაყოფილებას. ამ გამოწვევის დასაძლევად აუცილებელია გამოცდილი მასწავლებლებისა და სკოლის ლიდერების შესაძლებლობებზე დაყრდნობა და მათი პრაქტიკისა და პოლიტიკის გათვალისწინება. ის სისტემები მარცხდება, სადაც მასწავლებლები არ არიან ჩართულები ცვლილებებში, რადგან ისინი ვერ ეხმარებიან სისტემურ ცვლილებების განხორციელებას.
ათასობით ყვავილი არ აყვავდება თუ მხოლოდ მშობლებს მივაღებინებთ გადაწყვეტილებას, რომელია საუკეთესო სკოლა. ამას ყველაფერს სჭირდება შესაბამისი პირობების შექმნა, რა დროსაც მასწავლებლების ინიციატივებით და სკოლის საჭიროებების ურთიერთკავშირებით მოხდება ცვლილებები და შესაძლებლობების განვითარება.
სამიტზე პორტუგალიის განათლების მინისტრმა ალექსანდრა ლეიტაომ ახსნა, თუ როგორ მოახერხა პორტუგალიამ, სადაც მკვეთრად ცენტრალიზებული სისტემა იყო, გაეძლიერებინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესებში ყველაზე რთულია ეფექტურობის შენარჩუნება. ამ მოსაზრებას შვედეთის განათლების მინისტრი ანა ეკსტრომი დაეთანხმა. თუმცა ფინეთი ის ქვეყანაა, სადაც განსაკუთრებული აქცენტია დეცენტრალიზაციაზე. ამავდროულად, აქ საუკეთესოა ის სკოლა, რომელიც ყველაზე ახლოსაა, ხოლო სწავლის შედეგი შთამბეჭდავი და ეფექტურია. ამის საპასუხოდ ფინეთის მაჩვენებლებით მიღწევადია.
გაზრდილი პროფესიული ავტონომია გამართლებულია თუ გათვალისწინებული იქნება ყველა სახის მახასიათებლები პრაქტიკაში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ თითოეულ მასწავლებელს საკუთარი მიდგომა უნდა ჰქონდეს, არამედ საუკეთესო ერთობლივი პრაქტიკა უნდა დამკვიდრდეს, რაც შემუშავებული იქნება პროფესიონალების მიერ- სწავლება უნდა იყოს, არამარტო ხელოვნება, არამედ მეცნიერება. ჩვენ ვნახეთ, რომ ფინეთში ავტონომიურობა არ გულისხმობს მარტო დამოუკიდებლობას, მასში იგულისხმება ურთიერთკავშირები, პროფესიული პასუხისმგებლობები და ნდობა. ნდობა ყოველთვის არის მთავარი მართველობისთვის და მთვარი საფუძველი, სადაც სასიამოვნოა მუშაობა. ესპანეთის პროფკავშირების ლიდრმა მარია ლიზმა ემპათიურად გვითხრა თუ რა სჭირდებათ მასწავლებლებსა და სკოლებს - ეს არის ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. თუმცა ნდობა არ იქმნება მოთხოვნით, კანონით ვერ განისაზღვრება ან ვერ მოხდება ამ ვალდებულებით დაკისრებით, ამის მიღწევა ტრადიციულ სისტემებში არ არის ადვილი. ნდობა ყოველთვის გულისხმობს კავშირებს; მისი ჩამოყალიბება ხდება მხოლოდ მაშინ,როდესაც არის ჯანსაღი ურთიერთოებები და კონსტრუქციული გამჭვირვალობა. განათლების ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა ყველაზე ლაკონურად ახსნა: ,,მდგრადობა გარდაუვალია ნდობისა და ჯანსაღი ურთიერთობების გარეშე”.
მაშინ როდესაც ,,ვმართავ დავაკონტროლებ“ სისტემები სუსტდება, ნდობით შენება ყველაზე სწორი გზაა, იმისათვის, რომ შეიქმნას თანამედროვე წარმატებული საგანმანათლებლო სისტემები. სწორედაც, ,,მასწავლებლის პროფესიის საერთაშორისო სამიტი” ეძღვნება ნდობას და ჩვენ ამ გზას ვირჩევთ. როგორც OECD-ისგენერალუმამდივანმაანგელგურიამგანუცხადა დელეგატებს,,ჩვენს ხელშია ერთად ჩვენი კაცობრიობის მომავალი”.
https://www.linkedin.com/pulse/leading-together-insights-from-ministers-teachers-andreas-schleicher/?fbclid=IwAR30mFVXZFPEB7XdG5bPrclkFD3WHqEupgsGCla_pODPzKlp7RLlpqSgPdo Leading together: insights from ministers and teachers on the future of education
11 მაისი, 2019 წელი.