1.jpg
1115.jpg
images/jejelava-kobakhidze/13652366_531743140345632_1649897503_n.jpg
previous arrow
next arrow

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

პროფესიული ნიშნით, საერთო ინტერესებით დაკავშირებულ პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება განათლების სისტემაში დასაქმებულებს აერთიანებს. სპმთპ ორიენტირებულია სოციალურ სამართლიანობაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, ხარისხიან განათლებასა და წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე;

ბოლო სიახლეები

17-05-2025

სტუმრობა ხარაგაულის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში

2025 წლის 16 მაისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის...

08-05-2025

საერთაშორისო დელეგაცია ყაზახეთში

საერთაშორისო დელეგაცია ყაზახეთში: განათლების პროფკავშირების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო...

01-05-2025

1 მაისი 2025 წელი

მასწავლებელთა პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანების ,,განათლების ინტერნაციონალის“ პრეზიდენტის მუგვენა მალულეკეს პირველი...

28-04-2025

აჭარის რესპუბიკური ორგანიზაციის კონფერენცია

წლების განმავლობაში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს...

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კარიერული ზრდისა და მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით საჭირო და აქტუალურია ტრენინგი - “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”, რომელსაც სპმთპ-ის “საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი თბილისისა და საქართველოს რეგიონების საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეებისთვის სისტემატურად ატარებს.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თბილისის, გლდანის რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელების მოთხოვნით, სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვიქტორია ბალავაძის ორგანიზებით, ტრენინგი - “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია” - ჩატარდა ქ. თბილისის #1 ლოგოპედურ საბავშვო ბაგა-ბაღში.

ტრენინგში, აღნიშნული ბაგ-ბაღის სპეც-პედაგოგებთან და ფსიქოლოგებთან ერთად გლდანის რაიონის რამდენიმე ბაგა-ბაღის აღმზრდელები და მათი თანაშემწეებიც მონაწილეობდნენ.

ტრენინგის 51 მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცემა.