საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კარიერული ზრდისა და მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით.
9 დეკემბერს, თბილისის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გულიკო ამილიძის ორგანიზებით, სამგორის რაიონის ახალ, 128-ე საბავშვო ბაღში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მორიგი ტრენინგი ჩაატარა თემაზე - „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია.“ ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი, ანასატასია ამისულაშვილი.
128-ე საბავშვო ბაღს შენობა 2007 წელს ავარიულობის გამო დაინგრა და 2014 წელს დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც 2016 წლის იანვარში დასრულდა. სრულიად ახალი, ევროპული სტადარტების შესაბამისად აგებული შენობა ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ფლიგელისგან შედგება და ასობით ბავშვზეა გათვლილი. ტრენინგს მხოლოდ აღნიშნული ბაღის 40 -ამდე მასწავლებელი ესწრებოდა.
ტრენინგი, რომელსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი სისტემატურად ატარებს სპმთპ-ს წევრებისთვის, ეხმარება პედაგოგებს ინკლუზიური განათლების პრინციპების განსაზღვრაში, თუ როგორ აღზარდონ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები კეთილგანწყობილ გარემოში. ასევე, ეხმარება მათ, ირწმუნონ ბავშვის შესაძლებლობები, უფრო ფაქიზად მიუდგნენ მათ, გულისყურით მოეკიდონ და ჩასწვდნენ მათ უნიკალობას, სურვილებსა და საჭიროებებს.
ტრენერმა მონაწილეებს, პრაქტიკული უნარების გასავითარებლად, თეორიულ მასალასთან ერთად, ვიდეო-მასალაც მიაწოდა.
ტრენინგის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.
პუბლიკაციები
- ,,ვხელმძღვანელოთ ერთად - განათლების მინისტრებისა და პროფკავშირების ლიდერების ერთობლივი მიდგომები განათლების მომავალზე”OECD-ISTP
- „გაზარდეთ მასწავლებლების საბაზო ხელფასი და სადამრიგებლო ანაზღაურება“ - პროფკავშირის მიმართვა მინისტრს
- ახალი სასწავლო წელი ახალ-ახალი იდეებით და ბინდითმოსილი მომავლით
- დეკრეტულში სტატუსის, სადამრიგებლოს, კლასკომპლექტის... დანამატსაც მიიღებთ - განმარტება მასწავლებლებისთვის
- კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველო განცხადება