1.jpg
1115.jpg
images/jejelava-kobakhidze/13652366_531743140345632_1649897503_n.jpg
previous arrow
next arrow

EDUCATORS AND SCIENTISTS FREE TRADE UNION OF GEORGIA

The  ESFTUG  is a voluntary public association of individuals connected by professional grounds and common interests, which unites employees in the education system. The ESFTUG is focused on social justice, democratic principles, quality education, and the promotion of professional development of its members;

Recent News

29-05-2025

ESFTUG Mid Term Congress 2025

On May 24, 2025, the Educators and Scientists Free Trade Union of Georgia (ESFTUG) held...

26-05-2025

ESFTUG Mid Term Congress 2025

On May 24, 2025, the ESFTUG XII Mid-term Congress convened at the International Black Sea...

21-03-2025

Letter from the President of the Educators and Scientists Free Trade Union of Georgia (ESFTUG) to the Director of the Tbilisi Kindergarten Management Agency

Mr. Kakha AbuldzeTbilisi Kindergarten Management AgencyDirector of the Agency, Dear Mr. Abuldze, We have reviewed your...

12-03-2025

Public school Support in the process of authorization

On March 10-11, 2025, a two-day training session was held at the ESFTUG Ajara Republican...

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) პედაგოგთა საბაზო ხელფასის ნაწილობრივი გაზრდისა და პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატებას ეწინააღმდეგება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც მთავრობას და პარლამენტს მიმართავს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, პედაგოგის შრომის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება და თვისობრივად განსხვავდება იმ დაპირებებისაგან, რაც საზოგადოებას აცნობა პრემიერ – მინისტრმა: ” ხელისუფლებამ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომელმაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულ ინტეგრაციას ხელი უნდა შეუწყოს. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-16-17 წლებში, პედაგოგთა ხელფასი 2015 წლიდან ეტაპობრივად გაიზრდება”.

3 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით შემოთავაზებულია შერეული მოდელი – საბაზო ხელფასის ნაწილობრივი გაზრდისა და პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ. წარმოდგენილი მოდელის პრინციპულად წინააღმდეგია პედაგოგთა საზოგადოება და სპმთპ.

ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად და უახლესი 3 წლის განმავლობაში გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად განისაზღვროს კატეგორიებს შორის განსხვავება. ვფიქრობთ, ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. განვლილი წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სასერტიფიკაციო დანამატების და კატეგორიებს შორის სახელფასო განსხვავებების მეშვეობით პედაგოგთა ხელფასის ზრდა წარმოადგენდა ფარსს. იქმნებოდა ილუზია იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავდა პედაგოგთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, მათი მოტივაციისა და განათლების ხარისხის ამაღლებისათვის. მაგალითად, უამრავი ხელოვნური პრობლემა იყო შექმნილი 1000 ლარიანი ხელფასის დამადასტურებელი სერტიფიკატის და 75-ლარიანი სასერტიფიკაციო დანამატის გაცემის პროცესში. ამის არაერთი ფაქტი გაგვაჩნია. გამომდინარე იქედან, რომ პედაგოგთა 1%-მაც კი ვერ მიიღო 1000 ლარიანი შრომის ანაზღაურება, აღნიშნულმა ცვლილებებმა ვერ გადაჭრა მასწავლებლის პრობლემა.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებაც, ჩვენი აზრით, იგივე ტენდენციის გაგრძელებაა. ფაქტიურად, საბაზო ხელფასი იზრდება მხოლოდ 50 ლარით, დანარჩენი ხელფასების მატება დაკავშირებულია “მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროექტის” მოთხოვნებთან, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა. გაუგებარია ის გადაწყვეტილებაც, რომ პედაგოგის საბაზო ხელფასი, სიმბოლურად 50 ლარით უნდა გაიზარდოს 2015 წლის სექტემბრიდან, მაშინ როდესაც საბიუჯეტო წელი იწყება 1 იანვრიდან.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას: პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს 2015 წლის 1 იანვრიდან და საბაზო ხელფასის ზრდა გაიმიჯნოს პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით სახელფასო განსხვავებისაგან. ასეთი მიდგომით უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ პედაგოგებს პროფესიული ზრდისათვის. წარმოდგენილი მოდელი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებითად ვერ ცვლის პედაგოგის მდგომარეობას და შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგთა საზოგადოებას მის მიმართ გამოკვეთილი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

ალბათ დადგა დრო, რომ ყველა, ვისაც ხელეწიფება, უფრო ღრმად ჩაწვდეს მასწავლებლების მძიმე სოციალურ მდგომარეობას, პედაგოგებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და გადაწყვეტილებების მიმღებებმა პედაგოგთა უფლებების შელახვის ნაცვლად , იზრუნონ ქვეყნისათვის უმთავრესი პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისათვის.

პედაგოგთა საზოგადოებას შესწევს ძალა, საქართველოს კონტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დაიწყოს ბრძოლა შექმნილი მდგომარეობის შესაცვლელად.” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: edu.aris.ge 

https://edu.aris.ge/news/pedagogta-profkavsiri-1-seqtembridan-xelfasebis-matebis-proncips-ewinaarmdegeba.html