32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12063552 916092415128253 8607443103512745542 n  სპმთპ გამოხატავს მადლიერებას სამგორის რაიონის გამგებლის, ბატონი მამუკა ჩოქურის მიმართ მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა და პროფკავშირთან თანამშრომლობისათვის. სპმთპ–ის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა მამუკა ჩოქურის დამსახურება პედაგოგთა საზოგადოებისადმი მხარდაჭერის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მიმართ გულთბილი დამოკიდებულებისათვის. მაია კობახიძემ სამგორის გამგეობის ზრუნვას პედაგოგებისადმი უპრეცენდენტო უწოდა და განაცხადა, რომ პედაგოგთა ავტორიტეტის, პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისათვის უმნიშვნელოვანესია სახემწიფოსა და საზოგადოების მხარდაჭერა. ამასთან, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა აამოქმედონ პედაგოგთა მხარდასაჭერი პროგრამები.
სპმთპ მადლობას უხდის სამგორის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს, ქალბატონ გულიკო ამილიძეს ორგანიზაციის გაძლიერებაში შეტანილი ღვაწლისა და წარმატებული საქმიანობისათვის.