32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

LOGO QARTULI 1 100x100მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მორიგი აღმასრულებელი საბჭო გაიმართა. საბჭოს წევრებმა პედაგოგთა მხარდასაჭერი პროგრამების შესახებ სხვადასხვა ინიციატივები შეიმუშავეს, განიხილეს 2015 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულება და დაამტკიცეს 2016 წლის ახალი ბიუჯეტი. სპმთპ–ის პრეზიდენტმა ორგანიზაციის აღდგენაში შეტანილი ღვაწლისათვის მადლობის სიგელი და კრებულები ,,კაცობრიობის ისტორიის საოცრებანი" საჩუქრად გადასცა ხარაგაულის, ონისა და საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციების წარმატებულ ლიდერებს. კოლეგიურმა ორგანომ ჩვეული დატვირთვით იმუშავა და სპმთპ–ის წევრების უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელა.