32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს მუშაობას საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კარიერული ზრდისთვის.

მიმდინარე წლის 21 აპრილს, სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, სპმთპ-ის „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერმა, ანასტასია ამისულაშვილმა მორიგი ტრენინგი ჩაატარა თემაზე - „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია“.

ტრენინგში ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 54 თანამშრომელი მონაწილეობდა. მონაწილეებს შორის იყვნენ სპმთპ-ის ახალი წევრებიც თბილისის 33-ე საბავშვო ბაგა-ბაღიდან.

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცესის წარმართვაზე, ინკლუზიური განათლების საჭიროების ბავშვებთან სამუშაო ინდივიდუალურ გეგმაზე, ასევე პრაქტიკაში განსახორციელებელ აქტივობებზე.

მონაწილეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა და ტრენერს, ანასტასია ამისულაშვილს, საჭირო და საინტერესო ტრენინგისთვის.