32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის გაძლიერების მიზნით, 15-16 თებერვალს, სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარი ალუღიშივლმა, საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროს, მაია ესებუასთან და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორ ანასტასია ამისულაშვილთან ერთად საინფორმაციო შეხვედრები გამართა ქ. თელავის N:1, N2, N3, N4, N7 და N9 საჯარო სკოლებში დასაქმებულებულებთან.

თელაველი პედაგოგები, რომლებიც მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ქ. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს შეხვდნენ, მომდევნო შეხვედრების დაგეგმვისთვის შესანიშნავი კატალიზატორები აღმოჩნდნენ.

სპმთპ-ის წევრებთან და პოტენციურ წევრებთან პირისპირ შეხვედრები და რაიონულ დონეზე ძლიერი და მრავალრიცხვანი ორგანიზაციის არსებობა მნიშველოვანია არა მხოლოდ პროფკავშირის მიერ მიღწეული გლობალური სიკეთეების გაცნობის მიზნით, არამედ იმისთვისაც რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებთან ერთად დაიგეგმოს რაიონული ორგანიზაციის საქმიანობა.

მარი ალუღიშვილმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში პროფკავშირის ერთგულ წევრებად რჩებიან.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ერთად ემსჯელათ აქტუალურ საკითხებზე და განესაზღვრათ თელავის რაიონული ორგანიზაციის გაძლიერების გზები.