32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
mmmmmmmmmmm2016 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის" სქემის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
მაია კობახიძემ განაცხადა, რომ პედაგოგები მიესალმებიან გამოცდებზე ბარიერის მოხსნას. ასევე, კრედიტების სისტემაზე გადასვლა პედაგოგს ხელს შეუწყობს პროფესიულ განვითარებაში და თუკი რომელიმე მასწავლებელი საგნობრივ გამოცდაზე ვერ შეძლებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვას, ეს არ გახდება საფუძველი იმისა, რომ პედაგოგმა დატოვოს სკოლა. სპმთპ-ის პრეზიდენტის თქმით, სათანადო გადამუშავების და ამ იდეების რეალურად განხორციელების შემთხვევაში, მასწავლებელი განთავისუფლდება სტრესისგან და მეტი შესაძლებლობა მიეცემა გამოავლინოს თავისი პროფესიული უნარ-ჩვევები, თუმცა თვითშეფასების კითხვარების შემცირების გარდა გადასახედია რიგი საკითხები.