32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
15095488 1219681094756057 7830152508529826393 nმიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) გურჯაანის რაიონულმა ორგანიზაციამ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩაატარა.
კონფერენციას ესწრებოდა გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის 56 დელეგატიდან, 55 წარმომადგენელი და თავმჯდომარეობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მე–3 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ უტიაშვილი–ქოროღლიშვილი.
სპმთპ-ის გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: სპმთპ–ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ ბარისაშვილმა, ცენტრალური აპარატის კანცელარიის უფროსმა ქეთევან ვადაჭკორიამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
დელეგატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ღვაწლმოსილი ლიდერის, ნელი ჯანელიძის ხსოვნას.
სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თავმჯდომარეობის კანდიდატმა ესმა არსენიშვილმა, უკანასკნელი რვა თვის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში წარადგინა. მან განსაკუთრებული სიმწვავით აღნიშნა, რომ 2016 წლის იანვარში, პროფკავშირის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ დაასუსტა გურჯაანის ორგანიზაცია და შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, იგი ინტენსიურად ხვდებოდა საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულებს. ჩატარებულმა კომპლექსურმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო და დღეისათვის, გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია აერთიანებს ოც საჯარო სკოლასა და 35 სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულებს. თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიდი მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სკოლამდელი სააღზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორს ლელა თევდორაშვილს.
ქალბატონმა ესმა არსენიშვილმა კონფერენციის დელეგატებს გააცნო ორგანიზაციის შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმა და პერსპექტივები. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების საჭიროებებზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით საჯარო სკოლების პედაგოგებს ჩაუტარდათ საგნობრივი ტრენინგები 7 საგანში, ხოლო სკოლამდელი დაწესებულებების 34 მენეჯერს–ტრენინგი თემაზე ,,მართვა და მენეჯმენტი“.
სპმთპ–ის გურჯაანის რაიონული კონფერენციის დელეგატებს მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სპმთპ–ის საქმიანობის იმ ძირითად მიმართულებებზე, რამაც გააუმჯობესა საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პირობები. მაია კობახიძემ დელეგატებს გააცნო სპმთპ-ის სამომავლო გეგმები და გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
კონფერენციის დელეგატებს მიმართა გურჯაანის N 1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, სპმთპ–ის აქტიურმა წევრმა მარიკა შანყულაშვილმა და ძირითადი აქცენტი კანდიდატის პიროვნულ თავისუფლებასა და ბრძოლისუნარიანობაზე გააკეთა.
სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებმა ესმა არსენიშვილი 4 წლის ვადით აირჩიეს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან ერთად სპმთპ–ის ყრილობის დელეგატებად დასახელდნენ ს. არაშენდის საჯარო სკოლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ იაგანაშვილი და ს. ახაშნის საბავშვო–ბაღის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლიკა მაისურაძე, რომელთაც კონფერენციის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კონფერენციამ დაამტკიცა გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის 20 წევრიანი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ 14 საჯარო სკოლისა და 6 საბავშვო ბაგა–ბაღის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების თავმჯდომარეები.
კონფერენციის დღის წესრიგის ამოწურვის შემდეგ, სპმთპ–ის პრეზიდენტმა და სპმთპ–ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მადლობის სიგელები გადასცეს პედაგოგებს, ,,პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის’’.
,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის“ მადლობის სიგელები გადაეცათ: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორს ლელა თევდორაშვილს, N 1 საჯარო სკოლის დირექტორს ლელა ჯადუგიშვილს, მე–4 საჯარო სკოლის დირექტორს ნინო ნონეშვილს, ს. კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორს მაკა ღვლიღაშვილს, ს. ვეჯინის საჯარო სკოლის დირექტორს მარინე ჯიქიძეს, ს. არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორს მარინე ბოხუას და ს. ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლამზირა ყორჩიშვილს.