32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
leilarustaviსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ-ის) რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ: სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე,რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლევან ჟვანია და სოსო პირველი, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილი და რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები.
ღონისძიება გახსნა სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლეილა გორგაძემ. მან რუსთავის საჯარო სკოლების მიღწევებზე ისაუბრა და განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნა ის ფაქტი, რომ სასკოლო-საატესტატო გამოცდებზე, ქ. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უმაღლესი ქულები მიიღეს, ქვეყნის მასშტაბით.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მომზადებული, ერთობლივი გზავნილი: ,, ჩვენ ყოველ წელს, მსოფლიო მასშტაბით, მასწავლებელთა ფასდაუდებელ წვლილს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღით ავღნიშნავთ. ისინი კი ყოველ დღე, წლიდან წლამდე, თავდაუზოგავად ემსახურებიან მოსწავლეებს და მიუძღვებიან მოსწავლეებს ცოდნის სამყაროში, ეხმარებიან მათ აღმოაჩინონ და მიაღწიონ საკუთარ შესაძლებლობებს. შედეგად, მასწავლებლები არა მარტო მილიონობით მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს ემსახურებიან, არამედ ქმნიან ახალ მსოფლიოს. მასწავლებლობა მიმზიდველი და არჩევადი პროფესია იქნებოდა, თუ მასწავლებლების შრომა, რასაც ისინი ჩვენი ბავშვებისთვის ხარჯავენ, დაფასებული იქნება და თუ მათი პროფესიული სტატუსი აღიარებულია ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამისთვის, ისინი უნდა ვუზრუნველყოთ საჭირო, მიდმივი ტრენინგებითა და განვითარებით. ისინი უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი საჭირო ხელსაწყოებით, რაც მათ ფასდაუდებელ შრომას ესაჭიროება, უნდა განხორციელდეს მათი დაცვის პოლიტიკა, დავუთმოთ მათ ადგილი და მივანიჭოთ როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, რაც ყველა დონეზე განათლების სისტემაში მიმდინარე ეფექტური ცვლილებების გარანტიაა“.
დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღესასწაული მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა და პედაგოგის ავტორიტეტის ამაღლების თაობაზე საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს.
ღონისძიების ფარგლებში, პროფკავშირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსთავის სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმატებული მასწავლებლები სპეციალური სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოეს. მადლობის სიგელები იმ პედაგოგებს გადაეცათ, რომელთა მოსწავლეებმაც სხვადასხვა ოლიმპიადაში, კონკურსსა და კონფერენციაში გაიმარჯვეს, ასევე, მიიღეს უმაღლესი შეფასებები სასკოლო-საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე. ქ. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლეილა გორგაძის გადაწყვეტილებით გადაეცა ფულადი ჯილდო.
2016 წელს მასწავლებლის საერთაშორისო დღის ინიციატორი საერთაშორისო ორგანიზაციები - განათლების ინტერნაციონალი (EI), UNEშჩO, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს განვითარების ფონდი მასწავლებლის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის მიღების 50 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთწლიანი კამპანიის სლოგანია: ,,მასწავლებელთა დაფასება, მათი სტატუსის ამაღლებისათვის“.