32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
zugdidi konferenciaსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ზუგდიდის რაიონულმა ორგანიზაციამ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, VII საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციას ესწრებოდა 78 დელეგატი (85 დელეგატიდან) და 40 მოწვეული სტუმარი.
სპმთპ–ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის დელეგატთა გადაწყვეტილებით განისაზღვრა პრეზიდიუმის შემდეგი შემადგენლობა: მაია კობახიძე – სპმთპ-ის პრეზიდენტი, მარი ალუღიშვილი – აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ციცო თოლორაია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საააღზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი და მოწვეული სტუმარი, ნაზი არდია – N 1 საჯარო სკოლის პედაგოგი. კონფერენციას სტუმრობდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი, ბატონი დიმიტრი ჯაიანი.
სპმთპ–ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებმა და სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ზუგდიდის ორგანიზაციის ღვაწლმოსილი ლიდერის, ბატონი კარლო მელიას ხსოვნას.
სპმთპ–ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის თავმჯდომარედ დასახელდა სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი, სპმთპ–ის აქტიური წევრი ქეთევან კიტია.
თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ცირა გულუამ კონფერენციის დელეგატებს 2–წლიანი მუშაობის ანგარიში, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები წარუდგინა.
ზუგდიდის პედაგოგიურ საზოგადოებას მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სპმთპ–ის შედეგებსა და მიმდინარე საქმიანობაზე, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით. მაია კობახიძემ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობა დადებითად შეაფასა და განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა 2 წლის მანძილზე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის პერიოდში, ცირა გულუას წარმატებები.
სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი თავმჯდომარეობის კანდიდატს ცირა გულუას და იგი აირჩიეს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ 4 წლის ვადით.
კონფერენციამ კენჭისყრით დაამტკიცა ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის საბჭო, რომელიც განისაზღვრა 17 წევრით და კონფერენციის დელეგატთა აბსოლიტური უმრავლესობის მხარდაჭერით, სპმთპ–ის VIII ყრილობის დელეგატად არჩეულ იქნა სოფელ ანაკლიის საჯარო სკოლის პედაგოგი თინათინ სიჭინავა.
კონფერენციის დღის წესრიგის ამოწურვის შემდეგ სპმთპ–ის პრეზიდენტმა და სპმთპ–ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მადლობის სიგელები და სხვადასხვა სახის ჯილდოები გადასცეს კონფერენციის მონაწილეებს:
N 2 საჯარო სკოლის დამსახურებულ პედაგოგს, ვაჟა ესართიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მე–15 საბავშვო ბაგა–ბაღის დამსახურებულ აღმზრდელ-პედაგოგს, ქსენია ჯანჯღავას და მე–15 საბავშვო ბაგა–ბაღის დამსახურებულ აღმზრდელის თანაშემწეს, ნელი ბუაძეს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილდოები.
სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ წარმატებულ პედაგოგებს: მაგდალენა თოდუას-რუხის საჯარო სკოლა, ციცინო ქობალიას-ახალსოფლის საჯარო სკოლა, ანჟელა ჩუბინიძეს–ახალსოფლის საჯარო სკოლა, ქეთევან კიტიას-ახალსოფლის საჯარო სკოლა, ნანა ჭკადუას-რუხის საჯარო სკოლა, მურთაზ ლაგვილავას-გრიგოლიშის საჯარო სკოლა, სოფიო ციმინტიას-ოდიშის საჯარო სკოლა, ლელა სარიას-ოდიშის საჯარო სკოლა, ქეთი ბახტაძეს-ოდიშის საჯარო სკოლა, ნაზი არდიას-N 1 საჯარო სკოლა, მაკა აკობიას-N 1 საჯარო სკოლა, თამუნა ჯინჯოლიას-ყულიშკარის საჯარო სკოლა, ვიოლეტა შამუგიას-ყულიშკარის საჯარო სკოლას, ნინო ჩიტაიას-ოდიშის საჯარო სკოლა.
იმ საჯარო სკოლების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, სადაც დასაქმებულთა 100% სპმთპ–ის წევრია, ,,პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ გადაეცათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები: კორცხელის საჯარო სკოლა -მანანა გაბედავას, ახალსოფლის საჯარო სკოლა-ქეთევან კიტიას, ყირის საჯარო სკოლა-მზია ყოლანდარიას და აფხაზეთის N 11 საჯარო სკოლა-მაკა ქათალანძეს.
,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის“ მადლობის სიგელები გადაეცათ სოფელ გრიგოლიშის საჯარო სკოლის დირექტორს ნუკრი ბერიშვილსა და სოფელ ყულიშკარის საჯარო სკოლის დირექტორს ნანა აბსავას.