32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
inezaსპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ინეზა ელისაშვილისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების უფროსის, დავით ნოზაძის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ბაგა-ბაღების მენეჯერებთან. შეხვედრაში ორგანიზატორებთან ერთად მთავარი სპეციალისტები, ნანი ლაბაძე, მანანა ბერაია და ხაშურის ცამეტივე ბაგა-ბაღის მენეჯერები მონაწილეობდნენ. მათ განიხილეს №5366-II-ს საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, ასევე, აღმზრდელი-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი და სხვა ნორმატიული აქტები. მენეჯერებს გადაეცათ მასალები და 4 ნოემბრამდე იმსჯელებენ ცვილელების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გაერთიანების ხელ-მა დავით ნოზაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს საჩუქრად გადასცა აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საჭირო ნივთები.