32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
irmaსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) თელავის რაიონულმა ორგანიზაციამ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციას ესწრებოდა 22 დელეგატი და 35 მოწვეული სტუმარი.
კონფერენციას თავმჯდომარეობდა თელავის №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი, რომელსაც პედაგოგიურ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მადლობის სიგელი გადაეცა.
სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირმა ჯაშიაშვილმა კონფერენციის დელეგატებს 2–წლიანი მუშაობის ანგარიში, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.
თელავის პედაგოგიურ საზოგადოებას მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სპმთპ–ის შედეგებსა და მიმდინარე საქმიანობაზე, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით. მაია კობახიძემ თელავის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობა დადებითად შეაფასა და განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა თელავის რაიონული ორგანიზაციის აღდგენის დროს აღმოჩენილი ხელისშემშლელი ხელოვნური ბარიერები, რამაც გააჭიანურა რაიონული ორგანიზაციის აღდგენის პროცესი.
სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებმა ნდობა გამოუცხადეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი თავმჯდომარეობის კანდიდატს ირმა ჯაშიაშვილს. იგი აირჩიეს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, 4 წლის ვადით.
კონფერენციამ კენჭისყრით დაამტკიცა თელავის რაიონული ორგანიზაციის საბჭო, რომელიც განისაზღვრა 16 წევრით.
კონფერენციის დღის წესრიგის ამოწურვის შემდეგ სპმთპ–ის პრეზიდენტმა და სპმთპ–ის თელავის რაიონული ორგანიზაციის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მადლობის სიგელები გადასცეს პედაგოგებს პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის.
,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის“ მადლობის სიგელები გადაეცათ სოფელ ქვემო ხოდაშვის საჯარო სკოლის დირექტორს ნათია ბოჭორიშვილსა და თელავის №5 საჯარო სკოლის დირექტორს ლია ლეშკაშელს.