32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

masw.saxlimaiსპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
,,გასულ წლებში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავდით მხოლოდ პროფკავშირები, ვიწვევდით ხელისუფლების წარმომადგენლებს და ისინი მონაწილეობასაც არ იღებდნენ ღონისძიებაში. მისასალმებილია ის ფაქტი, რომ ,,მასწავლებლის სახლი" უკვე მე-4 წელია ულოცავს პედაგოგებს პროფესიულ დღესასწაულს და გადასცემს საჩუქრებს, რაც პედაგოგის დაფასებისა და მისი ღვაწლის აღიარების დადასტურებაა"- განაცხადა მაია კობახიძემ.

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგთა საზეიმო მიღება გაიმართა. 100-ზე მეტ წარმატებულ პედაგოგს პროფესიული დღესასწაული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მონაწილე პედაგოგები, ლიბერთი ბანკის წარმომადგენელმა 10 მასწავლებელი დააჯილდოვა კონკურსში „მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი“ მოპოვებული გამარჯვებისთვის.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ასევე გამოვლინდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული ლიტერატურული კონკურსის სამი გამარჯვებული მწერალი, რომელთაც ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადაეცათ.