32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
maia shota მ. წ. 24 ივნისს სპმთპ–ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და სპმთპ–ის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ ბარისაშვილმა კოლეჯსა და სკოლა–ლიცეუმს ,,ფესვებს“ მადლობის სიგელი გადასცეს, პროექტ ,,ვკითხულობთ რუსთაველში“ აქტიური მონაწილეობისა და კონკურსში მოპოვებული წარმატებისათვის.
 სკოლის მოსწავლეებს, მათ მიერ წარმოდგენილი შემოქმედებითი კომპოზიციისათვის, საპატიო ჟიურის გადაწყვეტილებით გადაეცათ დიპლომები, ნომინაციაში ,,ორიგინალური შესრულება“. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის კოლეჯისა და სკოლა–ლიცეუმის ,,ფესვების“ დირექტორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მაია ალანიას; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ლალი ჭყოიძესა და ნატალია ხოშტარიას, მომავალი თაობის სულიერ აღზრდასა და სააღმზრდელო–საგანმანათლებლო საქმიანობაში გაწეული მუშაობისათვის; მთლიანად პედაგოგიურ კოლექტივს და მოსწავლეებს; სპმთპ–ის ხარაგაულის, ახალციხის, ბოლნისის რაიონული ორგანიზაციების ლიდერებს–ლალი სებისკვერაძეს, კლარა კუპრეიშვილს, ნუნუ მეტრეველს კონკურსში მონაწილე სკოლებისათვის აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისათვის. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, პროექტის ,,ვკითხულობთ რუსთაველს“ ავტორმა თამარ ბარისაშვილმა და კომპეტენტურმა ჟიურიმ მადლობის სიგელი გადასცა კონკურსში გამარჯვებულ 13 სკოლას.