32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
wynetiiiiiiiii მ. წ. 17-დან 20 ივნისამდე სპმთპ-ის წყნეთის მასწავლებელთა სატრენინგო ბაზა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (იმსა) ,,ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის” საზაფხულო ბანაკს მასპინძლობდა.

იმსა-ს ,,ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის” მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის ისტორიის საგნის უკეთ შესწავლაში ხელშეწყობა სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით.

საზაფხულო სკოლის პროგრამის გახსნის პირველ დღეს სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიესალმა, აღნიშნული ინიციატივისთვის იმსა-ს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ სპმთპ ყოველთვის მზად იქნება საკუთარი რესურსებით სასიამოვნო სასწავლო გარემო შეუქმნას ახალ თაობას განათლების მისაღებად.

იმსა-ს პროექტი ,,ნორჩ ისტორიკოსთა 2016 წლის საზაფხულო ბანაკი” თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსის გამარჯვებულია, სადაც 4 დღიანი პროექტის ფარგლებში 35 სკოლის მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გამოჩენილი ისტორიკოსების ლექციები მოისმინეს, ასევე წარმოადგინეს მოკლე ინფორმაციები საკუთარი ქალაქისა და სკოლის შესახებ. 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ისტორიკოსმა ბატონმა ჯაბა სამუშიამ საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს საინტერესო ლექცია წაუკითხა თემაზე ,,თბილისი - წარსული და თანამედროვეობა'', კორნელი კეკელიძის სახელობის ეროვნული ცენტრის გამოფენებისა და განათლების ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამსახურის ხელმძღვანემა ქალბატონმა ნესტან ბაგაურმა კი ახალგაზრდებს ჩაუტარა ლექცია ,,თბილისის ისტორია ხელნაწერებში”. მსმენელები გაეცვნენ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ხელნაწერების შესახებ. საზაფხულო სკოლას სტუმრობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნათია ჯოხაძე, რომელმაც მოსწავლეებს ახალი ეროვნული სტანდარტები გააცნო.

ოთხდღიანი პროგრამა დატვირთული იყო როგორც სალექციო კურსებით, კვლევითი ღონისძიებებითა და ახალი ტექნოლოგიების პრეზენტაციებით, ასევე, სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობებით.