32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
13394208 1086604731397028 8347154164101446980 nმ. წ. 7 მაისს ქობულეთის # 1 საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის მე-8 რიგგარეშე კონფერენცია. დღის წესრიგი : ქობულეთის რაიონული საბჭოს არჩევნები.
პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს ოფისში თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია ქობულეთის რაიონიდან მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, გელა ლაზიშვილმა, გაიარა. კონფერენციის მსვლელობისას მან სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
კონფერენციას 29-დან 26 დელეგატი დაესწრო, რომელთაც კენჭისყრის შედეგად რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ (26 ხმით) ბატონი გელა ლაზიშვილი აირჩიეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ალექსანდრე ბერიძემ პროფკავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქობულეთის რაიონული საბჭოს პირველადი ფროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.