32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

13268077 1251268188224257 9068791129780659021 oპროფკავშირების კულტურის სახლში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს!“ ჩატარდა. ღონისძიებაში სამგორის რაიონში მოქმედი ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებლები და აღმზრდელები მონაწილეობდნენ.

სპმთპ-ის სამგორის რაიონულ ორგანიზაციაში შექმნილი სპეციალური კომისია კონცერტის ბილეთებით შემოსულ 5 000 ლარს და კონცერტის მსვლელობის დროს შემოსულ შემოწირულობებს 1 ივნისს იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ 30 ბავშვს გადასცემს.

ღონისძიებას სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი, საკრებულოს წარმომადგენლები და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ესწრებოდნენ.