32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
ppბერლინში წარდგენილ პროექტში  „სკოლა ეკოლოგიისათვის“ ახალსოფლის საჯარო სკოლამ პირველი ადგილი მოიპოვა. კონფერენციაზე მოსწავლეებმა -თამთა ჯოჯუამ, მარიამ შეროზიამ და მარიამ ჯოჯუამ წარმატებით წარადგინეს პროექტი, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ახალსოფლის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი ციცინო ქობალია და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქეთევან კიტია. პროექტის შემოქმედებითი ნაწილი ეკუთვნის ხელოვნების პედაგოგსანჟელა ჩუბინიძეს. სკოლას გამარჯვების მისალოცად სპმთპ-ის ზუგდიდის რაიოული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, კულტურის სამსახურის უფროსი და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ეწვივნენ. სპმთპ-ის პრეზიდენტმა და ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ წარმატებულ მოსწავლეებსა სა მასწავლებლებს ფულადი ჯილდო, მაგნიტური დაფა და პრინტერი გადასცა.