32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
tuyაღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს სპმთპ-ის რაიონულმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს. სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ლეილა გორგაძე 35 ღვაწლმოსილ პედაგოგს სახლში ესტუმრა და მათ საჩუქრები გადასცა, ხოლო ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ცირა გულუამ საბავშვო ბაღებში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს უმასპინძლა და სააღდგომო ნობათით დაასაჩუქრა.