32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
324 აპრილს აფხაზეთიდან დევნილი 23 წლის სალომე გულორდავას დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია მოეწყო ს. ინგირის საბავშვო ბაღში „წითელქუდა“ . არასამთავრობო ორგანიზაციის ,,აფხაზეთი ჩემი“ და ბაღის თანამშრომელთა ინიციატივითა და აღსაზრდელთა ჩართულობით ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საქველმოქმედო ღონისძიებაში ზუგდიდის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთო და ინგირის საბავშვო ბაღ ,, წითელქუდას’’ აღსაზრდელებს ქართული ხალხური ზღაპრები საჩუქრად გადასცა. ღონისძიებას სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქ-ნი ცირა გულუა,ზუგდიდის ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ქ.ცისანა თოლორაია და მეთოდგაერთიანების წევრები ესწრებოდნენ.