32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
0000დედაენის დღესთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრმა ღია გაკვეთილი ჩაატარა. მხატვრული კითხვის წრის წევრებმა პოეტი ქალბატონების შემოქმედება წაიკითხეს. ღონისძიებაზე აჟღერდა ქართული ხალხური მუსიკაც. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ინეზა ელისაშვილი, რომელმაც  მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელს ქალბატონ თინათინ კოშკაძეს სპმთპ-თან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.