32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12227014 962385230485646 896753502150586744 n საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტიმაია კობახიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის წარმომადგენელი ჯოანა ბრემენი, სპმთპ-ს ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია.
ქალბატონმა მაია კობახიძემ აღნიშნა ამერიკელი პარტიორების უმნიშვნელოვანესი როლი პედაგოგთა უფლებების დამცველი დემოკრატიული ორგანიზაციის, სპმთპ–ის განვითარებაში. მადლობა გადაუხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სპმთპ–ის ყველა იმ მოთხოვნის დადებითად გადაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც მძიმე დიაგნოზით დაავადებული პედაგოგების მკურნალობის დამატებით დაფინანსებას ეხება. 
ბატონმა ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა განათლების სისტემისადმი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება და დასძინა, რომ ჯანმრთელობის სამინისტროსთვის პედაგოგი პრიორიტეტია. 
,,შექმნილია კომისია, რომელიც იხილავს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რომელსაც ვერ ფარავს საყოველთაო დაზღვევა, პედაგოგებისათვის საყოველთაო დაზღვევის დადგენილება გაუმჯებესებულ პირობებს შეიცავს და შემუშავებულია დასაქმების პროგრამა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს გადამზადებას პროფესიულ კოლეჯებში, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია. ასევე, გადამზადების პროცესში სამუშაოს მაძიებლებისათვის სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს მატერიალური დახმარებაც, რაც გამოიხატება მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერის გამოყოფაში"–განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა შრომის ინსპექტირების სამსახურის როლი, რომელიც ხელს შეუწყობს ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას. 
შეხვედრაზე სპმთპ-ს პრეზიდენტმა პირველად გააჟღერა ინიციატივა, რომელიც მასწავლებლის დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინიციატივა ეხება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-6 მუხლში შესატან ცვლილებას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონი მაია კობახიძის მიერ წამოჭრილი საკითხები დადებითად შეაფასა და მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის. სპმთპ-ს პრეზიდენტმა კი მადლობა გადაუხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს კონსტრუქციული დიალოგისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.