32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12250175 964412286949607 3502626900983004754 n ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) წარმომადგენელი ჯოანა ბრემენი, სპმთპ-ს პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტები: მარინა ალუღიშვილი და ნათია კორძაძე და აშშ–ის სოლიდარობის ცენტრის ქართული პროგრამების დირექტორი, სტანისლავ ჩენიუხი სახალხო დამცველს შეხვდნენ.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა სახალხო დამცველს განუმარტა საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა უფლებების დარღვევის შესახებ, მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რათა ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიმდინარეობს მცდელობა პედაგოგები გააწევრიანონ ე.წ. ალტერნატიულ პროფკავშირში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებულია ყვითელ პროფკავშირად. სპმთპ-ს პრეზიდენტმა რამდენიმე რაიონის მაგალითი მოიყვანა და საგანგაშოდ დაასახელა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელს ამოფარებული ქმედებები, რაც გამოიხატება პროფკავშირის საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტებით. 
სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლის სტანისლავ ჩენიუხის აზრით ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის პროგრესისთვის, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანის და პროფკავშირის უფლებები. სტანისლავ ჩენიუხის მიერ დასმულ კითხვებზე, თუ რატომ გრძელდება ადამიანის უფლებების და გაერთიანების თავისუფლების ხელყოფა, უჩა ნანუაშვილმა დაასახელა ორი ძირითადი მიზეზი, საბჭოური მემკვიდრეობა და წინა ხელისუფლების ლიბერალური პოლიტიკა. 
სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა და ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე; განიხილა შრომითი უფლებების დაცვისა და უსაფრთხო გარემოს მონიტორინგისთვის სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით ქვეყანაში შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობა. ასევე ისაუბრა გალის სკოლების მდგომარეობაზე, გაცვლით პროგრამებსა და ახალ პროექტებზე. უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ოფისი ცდილობს ახლო ურთიერთობების დამყარებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა პრობლემების აღიარების შემდეგ იბრძოლონ მათი გამოსწორებისთვის და საქართველოშიც დაამკვიდრონ საერთაშორისო სტანდარტები. მაია კობახიძემ განმარტა ახალგორის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებში მომუშავე ლტოლვილი პედაგოგების დამსახურება და მათი მძიმე მდგომარეობა ყოველდღიურ რეჟიმში ახალგორის სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის აპარატმა ახალგორის კოორდინატორი გამოყო , რომელიც სწავლობს შექმნილ ვითარებას.
ჯოანა ბრემენმა ყურადღება გაამახვილა ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) სპმთპ–სთან მრავალწლიან პარტნიორობაზე, სპმთპ–ის მხარდაჭერასა და მისი განვითარების ხელშეწყობაზე. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საერთაშორისო პროექტში ,,მასწავლებლები ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის“ სპმთპ–ის ჩართულობის მნიშვნელობაზე.