32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12274412 964857980238371 4851251147830694331 n თემაზე ,,სახელმწიფო შესყიდვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ტრენინგი ჩაატარა ეკონომიკის დოქტორმა შალვა ჯულაყიძემ.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით მიმდინარეობს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ ბუღალტერთა ტრენინგები. აღნიშნულ ტრენინგებზე განსაკუთრებულ პრობლემად სახელდება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონთან დაკავშირებული საქმიანობით გამოწვეული სირთულეები. გამომდინარე აქედან პრობლემების შეძლებისდაგვარად გადაჭრის მიზნით დაიგეგმა სემინარების ჩატარება. სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით ამავე რაიონის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებების ბუღალტრებისათვის სპმთპ-ის წყნეთის პედაგოგთა და მეცნიერთა სახლის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „სახელმწიფო შესყიდვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში“. ტრენინგი წარმართა სპმთპ-ის ააიპ “ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ მოწვეულმა ეკონომიკის დოქტორმა შალვა ჯულაყიძემ.