32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12321470 969413823116120 4083544005323087938 n მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლელა ქურიძის ინიციატივით ლანჩხუთის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები ქ. ბათუმის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ. 
სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაცია ჩართულია სკოლამდელი განათლების პრიორიტეტული საკითხების შესრულებაში. ამ მიზნით რაიონის საბავშვო ბაღის აღმზრდელებისათვის მოეწყო შეხვედრა ქალაქ ბათუმის N20,N3,N7 da N13 საბავშვო ბაღებში, მუშაობის გამოცდილება-ურთიერთგაზიარების მიზნით. აღმზრდელები გაეცნენ ბათუმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის განსახორციელებლად რეკომენდებულ აქტივობებს და პრაქტიკულ გამოცდილებებს.
ამ ლამაზი დღისთვის და მასპინძლობისათვის სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის სპმთპ-ის ბათუმის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ გულნარა ბზიკაძეს, კოორდინატორ ეთერ ქემხაძეს,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს ნატალია ზაქარეიშვილს, ბათუმის N20 საბავშვო ბაღის გამგეს ნატა ფარტენაძეს, N3 საბავშვო ბაღის გამგეს ნანა თედორაძეს, N7 ბაღის გამგეს სვეტა კვირკველია-სურგულაძეს და N13 საბავშვო ბაღის გამგეს ნატო კუნჭულიას.