32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

xobi საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხობის რაიონულმა ორგანიზაციამ მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის შესავსები სარეკომენდაციო ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგ-სემინარს 40 პედაგოგი ესწრებოდა. სპმთპ-ს ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ლალი ჩიტაია მადლობას უხდის ტრენერს, ბატონ გოჩა ძაგანიას საინტერესო ტრენიგნისთვის. ხობის რაიონული ორგანიზაცია მეორე ეტაპს ახორციელებს, რომელიც საგნობრივ ტრენინგებს მოიცავს.