32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12369683 1192177230797842 1678278655 oსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ულოცავს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი პეტრიაშვილს საერთაშორისო პროფკავშირების (ITUC) პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტად არჩევას და უსურვებს წარმატებას. ITUC-ის პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს მესამე გენერალური ასამბლეა 15 დეკემბერს ბრუსელში გაიხსნა, რომელსაც ასზე მეტი დელეგატი ესწრებოდა 45 სხვადასხვა ქვეყნიდან. 
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს მხარი დელეგატთა უმრავლესობამ დაუჭირა, რაც ევროპის ქვეყნების მხარდაჭერაა, საქართველო გახდეს ევროპის სრუფასოვანი ქვეყანა და ხელი შეუწყონ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების, ღირებულებების დამკვიდრებას; დასაქმებულთა ინტერესების გარანტიების შექმნასა და ღირსეული შრომით უფლებების დაცვას.