საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის ბრძანება
N67 07 ნოემბერი 2024 წ. თბილისი
სპმთპ-ის XII საანგარიშო ყრილობის მოწვევის შესახებ
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წესდების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის, მე-7 მუხლის 7.1 პუნქტის და 7.4 პუნქტების, სპმთპ-ის ყრილობის რეგლამენტის მე-16 მუხლის 16.1, 16.2 და 16.3 პუნქტების, აგრეთვე სპმთპ-ის №111 აღმასრულებელი საბჭოს №111/1 და №111/3 დადგენილებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XII საანგარიშო ყრილობის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2024 წლის 7 დეკემბერი, ყრილობის დელეგატთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 10 სთ; ყრილობის დაწყების დრო - 12 სთ;
2. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XII საანგარიშო ყრილობის ჩატარების ადგილად განისაზღვროს: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი IBSU (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. 2);
3. ზემოაღნიშნულ ბრძანებასთან ერთად გამოქვეყნდეს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს №111 სხდომაზე მიღებული, სპმთპ-ის XII საანგარიშო ყრილობის დღის წესრიგი (დადგენილება №111/1 თან ერთვის);
4. დაევალოს, სპმთპ-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს მარინა ალუღიშვილს სპმთპ-ის XII საანგარიშო ყრილობის მოწვევის შესახებ ინფორმაციის, სპმთპ-ის პრეზიდენტის ბრძანებისა და დღის წესრიგის გამოქვეყნება სპმთპ-ის ვებ-გვერდზე www.educator.ge;
5. დაევალოს, სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტს, სტრუქტურული ქვედანაყოფების თავმჯდომარეებსა და კანცელარიის უფროსს (ქეთევან ვადაჭკორია), უზრუნველყონ ყრილობის ყველა დელეგატის ინფორმირებულობა;
6. წინამდებარე დადგენილების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სპმთპ-ის პრეზიდენტი.
სპმთპ-ის პრეზიდენტი |
მაია კობახიძე |