32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
 164332494 3952352488180122 3136012488244253234 n
დოსიე: დავიბადე 1984წელს გურჯანის რაიონის სოფელ ჯიმითში. დავამთავრე სოფელ ჯიმითის საშუალო სკოლა. 2001 წელს ჩავაბარე ხარისხის მართვის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2001 წლიდან 2007 წლის ჩათვლით ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან, თუმცა მოგვიანებით შევიცვალე პროფესიული მიმართულება: გავიარე არაერთი ტრენინგკურსი, როგორც კერძო, ისე მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული, რომლის შედეგადაც მომენიჟა სპეც.მასწავლებლის სტატუსი და 2016 წლიდან ვმუშაობ ქალაქ თბილისის №17 საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად.

რამ განაპირობა თქვენი მასწავლებლის პროფესიაში შესვლა და პროფესიული არჩევანი?

ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი ფაქტი, რომელმაც შემიცვალა აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება, განსაზღვრა პროფესიული ცვლილებაც, რაც უბრალოდ ჩემი ცხოვრების წესად იქცა.

სპეციალური მასწავლებელი ბრძანდებით და აქტიურ პედაგოგიურ ცხოვრებას ეწევით. რომელ სკოლაში მუშაობთ და რა ნიშნით გამოარჩევთ მას სხვა სკოლებისგან? გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას?

სკოლას, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი, არის ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების თვალსაზრისით, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და მათ წარმატებაზე აისახება.

რას სწავლობთ სწავლების პროცესში? როგორია თქვენი გაკვეთილი და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესისგან?

სწავლა/სწავლების კუთხით მოსწავლეებთან ურთიერთობის ყოველი დღე ახალი აღმოჩენაა. ვფიქრობ, თითოეული მოსწავლის წარმატება ჩემთვის ზეიმია, რადგან ერთად ვსწავლობთ ნაბიჯ-ნაბიჯ თამაშითა და კეთებით.

164746309 275029857486125 5717397862267069019 n

ჩვენს პროფესიაში კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭიროა მასწავლებლის კრეატიულობა, გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმა. მნიშვნელოვანია თუ რა მეთოდს გამოიყენებ მიზნის მისაღწევად, იხელმძღვანელებ კეთებით სწავლებით თუ აღმოჩენებით.

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლევთ მოტივაციას?

მოსწავლის მხრიდან მიღწეული წარმატების თითოეული ნაბიჯი არის განცდა იმისა, რომ შენ შეგიძლია თუნდაც მცირე წვლილი შეიტანო და შეცვალო მისი ცხოვრება.

164813866 537809493867109 451263603468334830 n

ჩემი ყოველდღიურობა ძირითადად სასკოლო სივრცეში მოსწავლეების გარემოცვაში გატარებული დროა. ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა ჩემს პროფესიაში, თანდათან ძლიერდება ინკლუზიური განათლება, რაც იმას ნიშნავს რომ ამ მიმართულებით პედაგოგს უფრო მეტი სასიკეთო მოლოდინი გაქვს, მით უმეტეს გაძლიერებს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობა, უპირობო მხარდაჭერას გრძნობ პროფკავშირისგან, გვერდში გიდგას სკოლის ადმინისტრაცია და მულტიდისციპლინალური გუნდი.

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით? როგორია თქვენი საგნის სწავლების სპეციფიკა და ამ პროცესში რა გამოწვევების წინაშე იმყოფებით?

ჩვენი მუშაობის სპეციფიკა არის გუნდური, რომელიც იწყება თანამშრომლობით თითოეულ იმ რგოლთან, რომელთანაც მოსწავლე გადის თერაპიულ კურსს. სასურველია, იყოს მეტი მატერიალური და ადამიანური რესურსი, რაც მოსწავლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

როგორ შეაფასებთ სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და სერტიფიცირების პროცესს? რა საჭიროებას გამოკვეთდით ამ მიმართულებითაც?

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც დიდხანს ველოდით და ვფიქრობ, პროფესიული ზრდისთვის საჭიროა და დროულიც. ამ მიმართულებით დამხმარე ინსტრუმენტად გამოვკვეთდი პროფესიულ ტრენინგებს.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

გლობალური პანდემია დიდი გამოწვევა იყო თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით სსსმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მოწყდნენ საგაკვეთილო სივრცეს და ასევე იმ ცენტრებს, სადაც უწევდათ დღის უმეტესი ნაწილის გატარება. დღეს, როდესაც უკვე დავუბრუნდით საკლასო სივრცეს, ეს მკეთრად შესამჩნევია და იმედია, ეს ყველაფერი დროულად დალაგდება.

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

თანამედროვე პედაგოგი უნდა პასუხობდეს მის დარგში არსებულ გამოწვევებს; უნდა იყოს მოსწავლის ინტერესებზე მორგებული; იყენებდეს თანამედროვე მიდგომებს და უნდა მიჰყვებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს. პოპულარიზაციას რაც შეეხება, უნდა გატარდეს ბევრი საინფორმაციო ღონისძიება საზოგადოებაში მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებით, თუ რამხელა ცვლილების შეტანა შეუძლია აღნიშნულ პროფესიას მომავალი თაობისთვის.

მასწავლებელი-კრიზისის მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი. როგორ გესახებათ საგანმანათლებლო სფეროში მასწავლებლის როლი კრიზისის მართვის პროცესში და რაში გამოიხატება აღნიშნული ლიდერობა?

მასწავლებელი, პირველ რიგში, მოსწავლისთვის უნდა იყოს ავტორიტეტი, მასწავლებელთან ურთიერთობის დროს მოსწავლეს უნდა ჰქონდეს დაცულობის, სამარლიანობის შეგრძნება და უნდა გრძნობდეს, რომ კრიზისის დროს შეიძლება მიმართოს მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია ამ სიტუაციაში დასახოს სამომავლო მიზნები.

გლობალურმა პანდემიამ ინტერნეტტექნოლოგიების ფლობის საჭიროების წინაშე დაგვაყენა. როგორ შეძელით დისტანციურ საქმიანობაზე გადასვლა და როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ამ გამოწვევებს ღირსეულად და წარმატებით გავართვით თავი.

გარკვეული წლების მერე როგორ ხედავთ თავს პროფესიაში? როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივები?

ამ ეტაპისთვის იგეგმება პროფესიული გამოცდა, რომლისთვისაც ვემზადები და ჩაბარების შემთხვევაში ეს დიდი სტიმული იქნება ჩემთვის, ამის შემდეგ უფრო მეტად ვიფიქრებ წინსვლაზე.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულება „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან“ დაკავშირებით.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი არის დიდი ძალა თითოეული მასწავლებლისთვის, რომელთაც ადვილად შეუძლიათ მასწავლებელთა პრობლემების გათავისება, გაჟღერება და კომპეტენტურ ორგანოებამდე მიტანა, მასწავლებელთა სასიკეთოდ განხორციელებულ პროცესებში ჩართულობა და საჭირო ინიციატივების წამოყენება განათლების სამინისტროსთან და მასთან არსებულ კომისიებთან. ვფიქრობ, ეს არის ნდობა რომელიც უნდა გაამართლოს და ამართლებს კიდევაც პროფკავშირი.

პირადად თქვენ რა მოგცათ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა და რა მოლოდინები გაქვთ სამომავლოდ? რა პრობლემას გამოკვეთდით თქვენი სკოლის მაგალითზე რისი მოგვარებაც აღნიშნულ ორგანიზაციას შეუძლია?

როგორც ვიცი, პროფკავშირმა დააყენა შუამდგომლობა ჩვენს დარგში არსებულ რამდენიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით და იმედია, შედეგიანი იქნება ეს შუამდგომლობა.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

ვფიქრობ, ეს საკითხი აბსოლუტურად ნდობაზეა დაფუძნებული და მით უმეტეს, როდესაც თვალნათლივ ხედავ აღნიშნული ორგანიზაციის აქტიურ საქმიანობას, სასიკეთო ძვრებს და ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია შენი პედაგოგიური საქმიანობის გამარტივებისა და დახმარებისკენ. არაობიექტური უნდა იყო, რომ არ ირწმუნო ამ ორგანიზაციის ძალა და მნიშვნელობა. თითოეული პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ძალაა.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

ვისურვებდი, რომ ქვეყანაში თითოეული სსსმ მოსწავლე იყოს დაცული და რეალიზებული;მინდა იყოს ბევრი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც თითოეულ ბავშვს მისცემს საშუალებას განივითაროს შესაძლებლობები და რეალიზდეს.

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/CqvEWRw23vJVx/

(სტატიის გამოქვეყნების თარიღი 2021 წლის 24 მარტი)

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა