32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

156069134 342508570401281 4896765009864785915 n

რამ განაპირობა თქვენი მასწავლებლის პროფესიაში შესვლა და პროფესიული არჩევანი?

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მარტვილში ჩამოსულმა, აღმოვაჩინე, რომ ჟურნალისტიკა, ფაქტობრივად,“მკვდარია“. მივხვდი, რომ თავი სხვაგან უნდა მეპოვა, სხვაგან, თუმცა მონათესავე სფეროში. ასე აღმოვჩნდი სკოლაში. მერე კომპეტენციაც დავადასტურე და საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. დღეს სკოლა ჩემი მთავარი და მნიშვნელოვანი ამბავია.

124384840 1464965817029305 1914469185924465377 n

წამყვანი მასწავლებელი ბრძანდებით და აქტიურ პედაგოგიურ ცხოვრებას ეწევით. რომელ სკოლაში მუშაობთ და რა ნიშნით გამოარჩევთ მას სხვა სკოლებისგან? გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას?

მარტვილი პატარა ქალაქია,თუმცა მე „საქართველოს იერუსალიმს“ ვეძახი.ჩვენი მონასტრიდან დანახული საქართველო სულ სხვა სიმაღლეზეა.აქ საოცარი მადლია და ეს განათლების სფეროზეც ვრცელდება.თამამად შემიძლია ვთქვა,რომ მარტვილში განსაკუთრებულად ინტელექტუალური ხალხი ცხოვრობს.სოფლებში ბრძენი გლეხი ცხოვრების სიღრმეებზე ისე გესაუბრება,რომ გაოცება შეიძლება.მე ორ სკოლაში ვასწავლი.ორივე სკოლა სწორ ხაზზე დგას და გამოწვევებსაც ღირსეულად ეგებება.სხვათა შორის,ჩემი რაიონის ყველა სკოლა სათანადო სიმაღლეზე დგას.ყველგან მოსწავლეა მთავარი გმირი და ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს.მიხარია,რომ მარტვილში განათლების მაღალი თამასა ავწიეთ და უმაღლესი სტანდარტი დავამკვიდრეთ.

156210675 904342420362286 1419846596323083140 n

სულ ვამბობ,ბავშვები ჩემი მასწავლებლები არიან-მეთქი.იმდენად საინტერესო სამყარო აქვთ,რომ ერთხელაც დავწერ მათ განსაკუთრებულობაზე.ვსწავლობ ჩემი კოლეგებისგან,მათი გამოცდილება ჩემთვის სახელმძღვანელოა.რა თქმა უნდა, ვსწავლობ ცხოვრებისგან,რადგან ის მიმაჩნია ყველაზე მასშტაბურ მასწავლებლად.დღეს მასწავლებლებს უამრავ სერვისს გვთავაზობენ იმისათვის,რომ წინ წავიდეთ,დავიხვეწოთ,გავიზარდოთ.ასე რომ,სწავლა,ნამდვილად,სიბერემდეა შესაძლებელი...როგორია ჩემი გაკვეთილი?-რთულია ამაზე საუბარი.მოსწავლეებს რომ არ ეზარებათ ჩემთან ურთიერთობა,მაძლევს იმის იმედს,რომ ურიგოდ არ ვასწავლი.ვცდილობ,45 წუთი იყოს ცხოვრების ერთი ფურცელი,სადაც დაწერილი ამბავი გაგვხდის ბევრად კარგს.მიმაჩნია,რომ,როცა მშობლიურ ენას ასწავლი,ადამიანობაც უნდა ასწავლო.

თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ?

ყველა მეთოდი მომწონს,რომელიც ბავშვებში შემოქმედებით უნარებს ავითარებს.წერის სტრატეგიებსაც ეფექტურად ვიყენებთ.ვცდილობთ,მხოლოდ კი არ მოვყვეთ ნაწარმოებები,არამედ გავაანალიზოთ ყველა დეტალი. ხშირად ვწერთ არგუმენტირებულ ესეებსაც,თქვენ წარმოიდგინეთ, მეხუთე კლასშიც.

ჩემი მოსწავლეების გაბრწყინებული თვალები მავსებს საოცარი ენერგიით.“ოთო მას“ ჩემი ცხოვრების მთავარი ფრაზაა.

156528771 172641064484120 2576536066771232522 n

სკოლაა ჩემი ყოველდღიურობა,ჩემი მოსწავლეები,კოლეგები,მეგობრები და,რა თქმა უნდა,ოჯახი.ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში მაქვს ჩემი 5000 „ფრენდიანი“ სამყარო და საოცარი ენერგეტიკა მოდის ვირტუალური სამყაროდანაც.

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით? როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან?

ძალიან მომწონს ეს დახეულჯინსებიანი თაობა.ბევრად კრეატიულები,პრაგმატულები და პრაქტიკულები არიან.ზუსტად იციან,რა უნდათ და რატომ...ისინი 2020 წელს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგნენ,მაგრამ გაუძლეს და უმრავლესობამ გასაოცრად აუწყო ფეხი მონიტორულ სასწავლო პროცესს.

156230636 129446589083883 6045072871797287030 n

რაც მასწავლებელი ვარ იმ დღიდან ვიბრძვი,რომ მოსწავლემ თავისუფლად იაზროვნოს.არ შეუშინდეს ვარაუდების გამოთქმას.ისწავლოს განსხვავებული აზრის დაფიქსირება და პატივისცემა.ვთვლი,რომ პლუსები და მინუსები სულ იყო და იქნება.უბრალოდ,საუკეთესოს არჩევისას უნდა ავირჩიოთ საუკეთესო!ძველად ზოგადი განათლება იყო პრიორიტეტი და ეს საბჭოთა სკოლას იდეალურად გამოსდიოდა.თუმცა მაშინ იგნორირებული იყო ყველაზე მთავარი,თავისუფალი აზრი,განსხვავებული მოსაზრება...

ამაში ხაზგასასმელი არაფერია,ეს ასეც უნდა იყოს!..სულ მაქვს ერთი რამის დეფიციტი,გრამატიკის ცალკე საგნად სწავლების კულტურა უნდა შემოვიღოთ.ეს აუცილებელიც არის და ენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც.

თანამედროვე სასკოლო განათლება თუ პასუხობს უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების სტანდარტებს ?

თუ მასწავლებელი საკუთარ მისიას სათანადოდ შეასრულებს და მოსწავლეც მიენდობა,აბსოლუტურად შესაძლებელია გამოცდების რეპეტიტორის გარეშე ჩაბარება.მომხრე ვარ სკოლებში დიფერენცირებული სწავლებისა.ბავშვი,რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ჰუმანიტარული განხრით განვითარდეს,არ ექნება ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის ვალდებულება.

ქართული ენა /ლიტერატურის ცოდნის საფუძველი სკოლიდან იწყება. როგორ ინტერესდებიან თქვენი მოსწავლეები ამ საგნით სამომავლო პროფესიის არჩევისას?

მიხარია,რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები ეუფლებიან ფილოლოგიას.ბევრი გეგმავს,გახდეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

155858237 271437321047824 1253451376982728442 n

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

ეს არ იყო კომფორტის ზონა,თუმცა იყო გარდაუვალი.ამ პერიოდმა ის მასწავლა,რომ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დარჩე მასწავლებლად,რომელიც მზადაა ქარტეხილებშიც ასწავლოს.გარკვეული ადრენალინიც იყო ვირტუალური სწავლების პროცესი.სხვა რაკურსმა საკლასო ოთახის უნიკალურობა დაგვანახა.როცა დამოკიდებული ხარ ტექნოლოგიურ პროდუქტზე,ინტერნეტის სიხშირეზე,რთულია,ხარისხი დადო...

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

გული მწყდება,რომ მასწავლებლობა არ არის უპირობოდ რეიტინგული პროფესია.მენანება ახალგაზრდა,რომელმაც პედაგოგიური განათლება მიიღო და სხვა სფეროშია დასაქმებული. ამ ბოლო დროს ბევრი რამ გაკეთდა მასწავლებლობის მსურველთა წახალისებისთვის,მაგრამ,მაინც მგონია,რომ მასწავლებლობა სულში უნდა გქონდეს.თუ ეს ასე არ არის,რა აზრი აქვს პროპაგანდას?!

156220125 272561347723414 8722323800438130573 n

ყველა პროფესია და ყველას მომავალი დგას მასწავლებლის მხრებზე.მთავარია ფუნდამენტი!ამიტომ მასწავლებელი,როდესაც გაკვეთილზეა,უნდა იყოს ყველანაირი სიდიადისა და სიკეთის ელჩი.ჩერჩილი ამბობდა:“ისეთ ძალაუფლებაზე,როგორიც აქვთ მასწავლებლებს,პრემიერ მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ.“-ო.

156170334 723730595010472 3299221182373642053 n

ეს არ იყო მარტივი პროცესი.თუმცა ძალიან დაგვეხმარა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე მარტვილის რაიონში,ქალბატონი ვივინა ძიძიგური.მისმა მხარდაჭერამ მე მომცა საშუალება ვიყო იქ,სადაც ვარ და არ ჩამოვრჩე დროს.

გარკვეული წლების მერე როგორ ხედავთ თავს პროფესიაში? როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივები?

ზუსტად ვიცი,რომ არ გავჩერდები.მუდმივად დავხვეწ საკუთარ უნარებს,მიდგომებს,მეთოდებს.ამასწინათ ვფიქრობდი,რომ შემეძლოს და ჩემი პირველი გაკვეთილი ქაღალდი იყოს,დავხევდი და სანაგვეზე მოვისროდი...მე ვიზრდები და ზრდას გავაგრძელებ,ბევრი რამ მაქვს გამოსასწორებელი.

156375343 186264429933552 7015804933075654785 n

კიდევ განვმეორდები, თქვენ წამყვანი მასწავლებელი ბრძანდებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტატუსია სასკოლო ცხოვრებაში. პროფესიული წარმატების გზაზე, ალბათ, ბევრი დაბრკოლება შეგხვედრიათ, რომელსაც გაუმკლავდით. როგორ შეაფასებდით განვლილ წლებს?

მთავარი დაბრკოლება იყო შეუსაბამო განათლება.რთულია,როცა პედაგოგიური მეთოდიკა არ გისწავლია და უცებ,პროფესიული უნარების გამოცდაზე უნდა დაამტკიცო,რომ შეგიძლია ბავშვებს ასწავლო.საკუთარ თავს ვკითხე,მინდოდა თუ არა მასწავლებლობა და როცა დადებითი პასუხი მივიღე,მივხვდი,ყველაფერს შევძლებდი. ყველა სიძნელესთან ომი სიყვარულმა მომაგებინა.

„ქაღალდომანიას“ დღემდე ვაპროტესტებ.მასწავლებელი,რაღაცნაირად ეგოცენტრულ პერსონად იქცა,ძალიან ბევრი უნდა იფიქროს საკუთარ წინსვლაზე.ვშვიშობ,ამ პროცესმა მოსწავლეებს არ დაგვაშოროს.მე მომწონს ის,როცა მოსწავლეა ცენტრი,ამოსავალი წერტილი.

156233019 451020415951612 3175740496586239880 n

 ქართული ენის პედაგოგისთვის შემოქმედებითი ხედვა და აზროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ვიცი, თქვენ აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევით. რას გვეტყვით ამის შესახებ? რუბრიკისთვის ექსკლუზიურად, იქნებ თქვენი საკუთარი რომელიმე ლექსი გვითხრათ, რომელიც განსაკუთრებით გეძვირფასებათ.

წერა არის ფიქრის პროდუქტი. ვწერ იმას,რასაც ვფიქრობ.არ არის ადვილი შენი ემოციების ამ გზით ფიქსაცია.ვერც გამოვარჩევ,რომელი რომელს სჯობს.ამიტომ შემოგთავაზებთ ლინკს,რათა მოცალეობის ჟამს,სურვილის შემთხვევაში,გაეცნოთ ჩემს მეორე ცხოვრებას. https://www.facebook.com/groups/1006498779480599/?ref=share

ბევრი რამ,უპირველეს ყოვლისა,რწმენა იმისა,რომ მასწავლებლობა შემიძლია.უამრავი ტრენინგი,კონსულტაცია,თანადგომა,გამხნევება მახსოვს ამ ორგანიზაციისგან და ქალბატონი ვივინასგან,რომელიც მასწავლებელთა ქურუმია...

156138542 479012589921592 1025048477058822636 n

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

დრო არ დაკარგონ,გაწევრიანდნენ.რადგან ამ ორგანიზაციასთან ერთად ბევრად მარტივია ამ რთული და საინტერესო პროფესიის მართვა.

როგორ შეაფასებდით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საქმინობას მარტვილის რაიონში. რა სასიკეთო საქმიანობები განახორციელა ორგანიზაციამ პედაგოგების სასარგებლოდ და რატომ გახდით აღნიშნული ორგანიზაციის წევრი?

ქალბატონი ვივინა მუდმივად აყურადებს სასკოლო ცხოვრების მაჯისცემას.მან ზუსტად იცის,რა სურთ მასწავლებლებს,რა სჭირდებათ...არასდროს იღლება,ფუსფუსებს,თავს დაგვტრიალებს.ჩემს წარმატება მეტწილად მისი დამსახურებაა,გადაჭარბების გარეშე,შემიძლია ამის თქმა.მადლობა მას ამისთვის!

როგორც მოგეხსენებათ, სპმთპ სოციალური დიალოგის მეშვეობით განათლების სამინისტროსთან და მასწავლებლის სახლთან ერთობლივი კონსულტაციებით ახდენს მასწავლებელთა პრობლემების გამოკვეთას და მათი მოგვარების ოპტიმალური გზების ძიებას. საინტერესოა რა პრობლემებს გამოკვეთდით დღესდღეობით, რაც პედაგოგს ყველაზე მეტად აწუხებს და რომლის მოგვარებაც, პროფკავშირის ჩართულობით, ძალიან მნიშვნელოვანია?

არ მიყვარს წუწუნი...ისე,ისევ გავიმეორებ,არ არსებობს პრობლემა,რომლის გამოსწორებასაც სპმთპ არ შეეცდება...წარმატებებს ვუსურვებ!

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მასწავლებელი იყოს მოძღვარი!..სხვას ყველაფერს ეშველება...

იხ.ლინკი: https://spark.adobe.com/page/gVg0sgfeub5W7/

(გამოქვეყნების თარიღი 2021 წლის 22 მარტი)

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა