32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
არ შემიძლია,არ გამოვეხმაᲣრო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, ქალბატონი მაია კობაᲮიძის , განცხადებას.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებამ, სპეციალური მასწავლებლისათვის წამყვანის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ბევრი ემოცია გამოიწვია. საკითხი ეხება სოკოებივით აღმოცენებულ იმ ზოგიერთ პროფესიულ ასოციაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, აგრეთვე, არაფორმალურ ჯგუფებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პედაგოგთა პროფესიულ უფლებებს იცავენ, 15 წელია პროფკავშირის წევრი ვარ. ჩვენს ორგანიზაციაში ყველაზე მეტად მომწონს სოლიდარობის, კოლეგიალობის და ურთიერთგატანის პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანე- ლობს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ,,ამ სოლიდარობისა და კოლეგიალობის პრინციპების დაცვის გარეშე, როგორ შეიძლება ეფექტურად შევძლოთ ჩვენ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა?“
გაუგებარი და აღმაშფოთებელია თამარ იარაჯულის სტატუსი, ქალბატონი ირინე ფიროსმანაშვილის მოღალატედ შერაცხვასთან დაკავშირებით. ,,რა შეიძლება დასახელდეს ამის მიზეზად?“ ,,იქნებ განმარტოს ქალბატონმა თამარ იარაჯულმა, რაში გამოიხატება მასწავლებლის ღალატი?“
მიმაჩნია, რომ ძირითადი მოტივაცია შურია. ,,დაინტერესებულმა“ ჯგუფმა ვერ შეძლო წარმატებული მასწავლებლის თანადგომა და დახმარება, სპეცმასწავლებლების უფლებების დაცვის პროცესის კომპეტენტურად წარმართვა, მაგრამ როდესაც ეს გააკეთა ჩვენმა ორგანიზაციამ, მათთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. ანალოგიური ფაქტები ხშირად შეგვხვედრია: ცრუ დაპირებები, არაკოლეგიალური დამოკიდებულებები, პოპულიზმით გამსჭვალული მოთხოვნები, რომლის რეალიზების საფუძვლები არ არსებობს და ხშირად იქამდეც მიდის საქმე, რომ საერთოდ უგულებელყოფილია რეფორმის ძირითადი ამოცანა - სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.
ძვირფასო კოლეგებო, იქნებ დროა, სიღრმისეულად გავაანალიზოთ ვინ ვინ არის? რა ამოძრავებთ თავიანთ აქტივობებში და საქმიანობაში, პედაგოგთა უფლებების დაცვის საფარქვეშ, სოლიდარობის პრინციპის უგულებელყოფით?
სპმთპ-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, პედაგოგთა შრომითი და პროფესიული უფლებების დაცვის მიმართულებით, რის ჩამოთვლას აქ ვერ შევძლებ, ვრცელდება ყველა პედაგოგზე, მათ შორის პროფკავშირის არაწევრებზეც.
იქნებ დროა, სხვადასხვა ორგანიზაციებში გაერთიანებულმა პედაგოგებმა, შურისა და ღვარძლის ნაცვლად, ელემენტარულად მადლობა გადაგვიხადონ.