32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საქართველოს პედაგოგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა.მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელ.რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“,რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ თხილნარის , N1-ლი საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი და აღნიშნული სკოლის პროფკავშირის თავმჯდომარე ხათუნა ჯიბლაძე.მას პედაგოგიური მუშაობის ოცდასამწლიანი გამოცდილება აქვს.

მასთან საინტერესო დიალოგი შედგა.ვისაუბრეთ წარმატების კოეფიციენტსა და ლიდერობაზე; მოტივაციასა და მასწავლებლის დანიშნულებაზე: თანამედროვე ახალგაზრდობასთან ურთიერთობასა და პანდემიასთან ადაპტირებაზე სწავლა/სწავლების პროცესში.

მასწავლებლობა უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა მომავალი თაობის წინაშე,სადაც მთავარი როლის შემსრულებელი თვითონ მოსწავლეა,პედაგოგი უნდა იყოს,როგორც თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტი,ასევე უნდა იყოს საუკეთესო მსახიობიც,რათა საჭიროებისამებრ მოერგოს ყველა საჭირო როლს ,როგორც საკლასო გარემოში,ასევე უნდა შეძლოს მოსწავლის შინაგანი განწყობისა და „მე“-ს ამოცნობა,რათა ყველა მოსწავლეს მოუძებნოს საუკეთესო გასაღები და კარგად მოარგოს ის მას,რადგან არ დაეკარგოს მისი შესაძლებლობები ამა თუ იმ სფეროში და აუმაღლდეს მოტივაცია.

დღევანდელ რეალობაში, თანამედროვე ახალგაზრდობასთან დაკავშირებით ,ორი უკიდურესი ზღვარი არსებობს: კრეატიული, განვითარებული ახალგაზრდები და თანამედროვე ტექნოლოგიებს მიჯაჭვული ახალგაზრდები,რომლებსაც უსაზღვრო ცნობიერების და წარმოსახვის უნარი აქვთ,წინა თაობებისაგან განსხვავებით, ისინი ძირითად დროს კომპიუტერებთან ატარებენ და ტექნოლოგიების გამოყენებით იღებენ საჭირო განათლებასა და ცოდნას.მახარებს იმ ახალგაზრდების შემართება,რომლებიც კომპიუტერსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ,როგორც ცოდნის გაღრმავების რესურსს,ამავ დროულად მაღელვებს ისიც,რომ ზოგიერთი მათგანი უქმად ატარებს მთელ დღეებს,თუნდაც დღევანდელ ტექნოლოგიებთან და უქმედ ხარჯავენ მათი ასაკისათვის საჭირო მნიშვნელოვან წუთებს.

საზოგადოებრივი აღიარება პირველად მაშინ ვიგრძენი, როცა სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მოითხოვეს, რომ შეეცვალათ თავიანთი კლასის დამრიგებელი და მის ნაცვლად მე ვყოფილიყავი მათი დამრიგებელი, თუმცა კოლეგიალობის პრინციპს მაინც არ ვუღალატე და ამ შემოთავაზებაზე უარყოფითი აზრი დავაფიქსირე. გარდა ამისა, აღიარების გამოხატულება იყო, როცა სკოლაში სადამკვირვებლო მისიით უცხოელი პედაგოგები გვესტუმრნენ,დაესწრნენ ჩემს გაკვეთილს და კმაყოფილება გამოთქვეს , სამადლობელო მომართვაც კი მივიღე კომისიისგან. საზოგადოებრივი აღიარება ვიგრძენი მაშინაც, როცა მასწავლებელთა ნაწილმა თხოვნით მომმართა,მათთვის გამეზიარებია არსებული გამოცდილება და მიმეცა რჩევები, რათა მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები ყოფილიყო გაცილებით ნაყოფიერი, საინტერესო და წარმატებული. გამოცდილების გაზიარებას,რაც შეეხება, ეს ხდებოდა ორი მიმართულებით: კოლეგებისა და მოსწავლეების კუთხით. მოსწავლეებს ვუზიარებდი ყველა იმ ცოდნასა და უნარს, რასაც ვიღებდი პროექტებისა და ტრენინგებისგან, ეს იქნებოდა საჯაროდ გამოსვლის ხელოვნების ტაქტიკები, ინგლისურად უკეთ მეტყველების მეთიდები, ტრენინგ-კურსები თუ სხვა, ხოლო მასწავლებლებთა ცოდნის გაზიარება, ძირითადად პირდაპირი კომუნიკაციის გზით ხდებოდა, ეს იქნებოდა პირისპირ საუბრები, წერილობითი მეცადინეობების ჩატარება და ა.შ. სამოქალაქო აქტივობას რაც შეეხება, გახლავართ პროფავშირის წევრი და თავმჯდომარე თხილნარის N 1 საჯარო სკოლაში, ჩემი სამოქალქო აქტივობების მნიშნელოვანი ნაწილი გახლავთ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პროექტების ორგანიზება, რათა ისინი გაცილებით წარმატებულნი გახდნენ.

ვფიქრობ,წარმატებისაკენ სწრაფვისას საჭიროა რეალობის საღად შეფასება.ყველას შეუძლია გარკვეული ძალისხმევით მიაღწიოს ნებისმიერ მიზანს,რომლის დროსაც აუცილებელია ფსიქოლოგიურად განაწყო საკუთარი თავი.ზოგადად ,ცხოვრებაში ნებისმიერ პიროვნებას ,მიზნის მისაღწევად,აქვს გამოწვევა ,როგორც პირად ასევე სამსახურეობრივ საქმიანობაში,რომლის დროსაც, მთავარია, სტიმული და გარეგანი მოტივაცია.ჩემთვის პროფესიული კარიერული წინსვლა იყო ერთგვარი გამოწვევა,რომლისთვისაც ვიბრძოლე და მიზანსაც მივაღწიე .

ჩემი წარმატების ერთ-ერთი გამოხატულება იყო პროფკავშირის მიერ გამართულ კონფერენციებში ჩართულობა. წარდგენილი ვიყავი ქართულ- დანიურ საგანმანათლებო პროექტში,რომელმაც დიდი ცოდნა და რესურსი მომცა შემდგომი პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცესში.ჩემთვის წარმატებაა სასკოლო პროფკავშირული ლიდერობა,რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები.

პროფკავშირის მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ,როგორც პედაგოგი და როგორც ლიდერი. ყოველთვის ვამბობ: "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი"პედაგოგთა კორპუსის ერთადერთი მხარდამჭერი ორგანიზაციაა,რომელსაც დაეყრდნობი,დახმარების ხელს გამოგიწვდის,უფლებრივად დაგიცავს და იზრუნებს შენი კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისათვის. ვამაყობ,რომ მისი გუნდის წევრი ვარ და მეც ვასრულებ ჩემს მოკრძალებულ ფუნქციას სპმთპ-ს მძლავრ ორგანიზაციაში.

ლიდერობა,როგორც ჯგუფური მუშაობის ასევე ნებისმისერ საპასუხისმგებლო ფორმატში არის უნარი,რომლითაც უნდა იყო დაჯილდოებული და სადაც უნდა შეგეძლოს საკითხების წარმოჩენა- ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორებისა.ყველა დავალებასა თუ საქმიანობაში არსებობს რამოდენიმე ძირითადი მომენტი:მიზანი,როლი,პროცესი და პიროვნებათაშორისი ურთიერთობები.ჯგუფური მუშაობის ფორმატში თავს კომფორტულად და ენერგიულად ვგრძობ ,რადგან ჯგუფის წევრები შეთანხმებულად განსაზღვრაენ და იზიარებენ ჯგუფის მისიას.ეს არის იერარქიული მოდელი,სადაც თავისუფლად ვგრძნობ თავს.

.ჩემი ყოველდღიურობა მრავალფეროვანია და აქტიური ცხოვრებით შემოიფარდლება,რაშიც ძირითადად მაძლიერებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერა.

პანდემია, დღესდღეობით ,ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მტკივნეული თემაა,რომელმაც უარყოფითად იმოქმედა როგორც უფროს თაობაზე,ამავე დროს ჩვენს შვილებზე და აღსაზრდელებზე.საგაკვეთილო პროცესში, საკლასო ოთახი,როგორც ფიზიკური გარემო,მეტად მოსახერხებელი და მარტივად სამართავია,როგორც საერთო,ასევე ჯგუფური,როლური თუ ინდივიდუალური აქტივობების დროსაც.დისტანციური სწავლება ამ კუთხით განსხვავებულია.რა თქმა უნდა ,აქტიურად ჩავერთე დისტანციური სწავლების პროცესში,სადაც მშობლების დახმარებითა და აქტიური ჩართულობით ნაყოფიერად წარვმართე თუმცა გეტყვით, რომ თავდპირველად ნამდვილად გამიჭირდა ინტერნეტის შეფერხებისა და ტექნოლოგიების არასაკმარისად წვდომის მიზეზებით.

იმედია,ახალი სასწავლო წლიდან დავუბრუნდებით რეალურ საგაკვეთილო პროცესს და ახალი შემართებით შევუდგებით პროფესიულ საქმიანობას.

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/kayArX4bZBwCI/?fbclid=IwAR1OoWukFV1oWzOKR5fGE6HHzXWSGGUK-izkIu_3dxpDS4roUufeuBoYpUI

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა