32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 eee მიმდინარე წლის 24 და 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის ფინანსური უზრუნველყოფითა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების განყოფილების ჩართულობით ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს, რომელიც სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” მიერ მოწვეულმა ტრენერმა, ირმა გრიგოლიამ ჩაატარა, 70-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. პედაგოგები გაეცნენ შერეულ ჯგუფებში მუშაობის სტანდარტებსა და სააღმზრდელო პროცესისათვის აუცილებელ სიახლეებს. მონაწილეებს გადაეცათ სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ მომზადებული საჭირო მასალა და რეკომენდაციები დღის გეგმის შესადგენად, ასევე ინფორმაცია სასკოლო მზაობის პროგრამის შესახებ.                                                                                                                                                  სპმთპ მიესალმება გორის რაიონული ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების მჭიდრო თანამშრლომობას, მადლობას უხდის გამგეობის სკოლამდელი განათლების განყოფილების უფროსს, ქალბატონ ლელა მაისურაძეს მხარდაჭერისთვის და წარმატებას უსურვებს გორის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სიახლეების პრაქტიკაში დანერგვით მათი მუშაობა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.