32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
11169912 953277544729748 5753967076908180531 n საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის“ ფარგლებში 17 ოქტომბერს, ტრენერთა ტრენინგი გაიმართა, რომელშიც 19 პედაგოგი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ტრენინგი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ გახსნა. მან განმარტა პროფკავშირის დასავლური ღირებულებები, ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის სპმთპ–ის პრიორიტეტები და პროფკავშირის როლი საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის. სემინარზე იმსჯელეს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის მიმართულებებზეც, როგორიცაა, ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის" ახალი სქემის მოთხოვნები. აღმასრულებელმა ვიცე–პრეზიდენტმა, მარიკა ალუღიშვილმა სემინარის მონაწილეებს განუმარტა კოლექტიური მოლაპარაკებების გზით მასწავლებელთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარების სტრატეგიები. ვიცე–პრეზიდენტმა, ნათია კორძაძემ მომავალ ტრენერებს გააცნო სპმთპ–ის ხედვა პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის შესახებ და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების, დანამატების გამოთვლის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანების მოთხოვნები.