32 2 37 30 67
 contact@educator.ge

2020 წლის 1 თებერვალს, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა რეგიონალური სემინარი, თემაზე: ,,წერითი-შემაჯამებელი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება”, რომელზეც მოწვეული იყვნენ წყალტუბოს, ქუთაისის, სამტრედიის, ტყიბულისა და ვანის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურის პედაგოგები.

დანიური სასწავლო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, რეგიონალურ სემინარს უძღვებოდა დანიურ-ქართული გაცვლითი პროგრამის მონაწილე, მენტორი მასწავლებელი ეკატერინე ჭელიძე.

სემინარის გახსნისას მაია კობახიძემ ორგანიზაციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასპინძელი სკოლის დირექტორს ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძეს რეგიონალური სემინარის გამართვის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის.

რეგიონალური სემინარი დანიურ-ქართული თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, სპმთპ-სთან თანამშრომლობით” შემადგენელი ნაწილია. სემინარის პროგრამა ეფუძვნება დანიისა და საქართველოს საშუალო საფეხურის მასწავლებელების მიერ ერთობლივად შემუშავებული და ადაპტირებული წერითი დავალებებისა და შეფასებების მეთოდებს მოსწავლეთა შედეგების გაუჯობესებისა და სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი მოდულებს.

გახსნით ნაწილში რეგიონალური სემინარის მონაწილეებს დანიურ-ქართული პროექტის მიზნები და ამოცანები წარედგინათ, მათ შორის ხაზგასმით აღინიშნა მასწავლებელთა როლი თანამედროვე მეთოდების დანერგვის, მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლების ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვისა და სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობაში.

სემინარის კოორდინატორმა ეკატერინე ჭელიძემ კოლეგებთან ერთად ორ სესიად განიხილა წერითი დავალებებისა და განმსაზღვრელი შეფასების თემებთან მიმართებაში ქართველი მასწავლებლების მიერ დანიური პრაქტიკაზე აპრობირებული მეთოდები.

წარდგენულ მასალებს შორის იყო ,,ფლუმის 5 და 7 კუთხა მოდელები”, მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებელი 20 იდეა; თამაშები, როგორც სწავლების პედაგოგიური მეთოდი (თამაშის მრავაფეროვანი მოდელები); წერის გამოყენება სწავლისა და ათვისების შესამოწმებლად ფრეირის სქემის მიხედვით; საკომუნიკაციო უნარების განმავითარებელი მოდულები, მოსწავლეთა თვითშეფასებისა და განმავითარებელი შეფასების მეთოდები. პედაგოგებმა ინდივიდუალურად შეასრულეს სამოდელო ნიმუშები და განიხილეს თემის გარშემო შემუშავებული რეკომენდაციები,

დანიური პროექტის ამოცანაა სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების და მექანიზმების დისემინაცია. შესაბამისად პედაგოგებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რეგიონალურ სემინარზე მიღებული ინფორმაცია  გააცნონ კოლეგებს და დანერგონ საკუთარ პარქტიკაში. აგრეთვე შეთანმხდნენ წარმოადგინონ პროექტის კოორდინატორის დახმარებით მიღებული პრაქტიკული შედეგები.

რეგიონალური სემინარის დასკვნით ნაწილში, სხვადასხვა რაიონის სკოლების პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძისგან მიეღოთ საინტერესო ინფორმაციები განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და პროფკავშირების საქმიანობით მიღწეული შედეგები. მაია კობახიძე პედაგოგებს პროფკავშირის ხედვებსა და მიდგომებზე ესაუბრა, მოუსმინა მათ შეხედულებებსა და მოლოდინებს. პედაგოგები ერთხმად მიესალმნენ პროფკავშირის საქმიანობას მასწავლებელთა ინტერესების ადვოკატირების მიმართულებით.
რეგიონალურ სემინარს ესწრებოდნენ სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე, სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გაბუნია, სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯომარე ზოია ჯანაშია, სპმთპ-ის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ძნელაძე. დანიურ -ქართული პროექტის თემის ,,წერითი- შემაჯამებელი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება" კოორდინატორია სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ტყიბულის N: 6 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი.