32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

                                                           სტატია  გამოქვეყნდა  ინტერნეტპორტალ    Etaloni.ge-ზე   2020  წლის   20 იანვარს

უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც სტატუსი იანვრის ბოლომდე უნდა აემაღლებინათ, მაგრამ ვადებში ვერ ჩაეტივნენ, კვლევის ხარვეზის გამოსწორება შეეძლებათ და მათთვის გარე დაკვირვებზე ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება. ამის შესახებ Etaloni.ge-ს განათლების პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ განუცხადა:

„ჩვენი ორგანიზაცია საქმიანობას წარმართავს ყველა კატეგორიის მასწავლებლის საჭიროებიდან გამომდინარე; უფროსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ვერ ჩაეტივნენ ვადებში და იანვრის ბოლომდე ჰქონდათ სტატუსის ამაღლების ვადა,  შედგება ახალი ნორმატიული აქტი და ახალი ვადები დაწესდება კარიერული წინსვლისთვის.

ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ეს შეთანხმება არის შემდეგი: შემუშავდა გარდამავალი დებულება და გარდამავალ დებულებაში ასეთ პედაგოგებს დაუწესდათ შეღავათები. უფროსი მასწავლებლებისთვის, რომელთაც  კვლევა დაუხარვეზდათ ან/და გარე დაკვირვება დარჩათ გასავლელი, ვადებმა გადაიწია. მათ შეეძლებათ, იანვრის შემდეგ კვლევის ხარვეზის გამოსწორება და მათთვის გარე დაკვირვებაზე გამოცხადდება რეგისტრაცია“.

https://www.etaloni.ge/geo/main/index/34604?fbclid=IwAR1JIW8eQQesdbw_tdGCZYssI3wmScI4dhBsWMJYrQgiPDKtePoHDVixExk