32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 10 ივნისს, .... ხაშურის მუნიციპლიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს როლები, ქვეყნის ისტორიული წარსულის გაცოცხლებისათვის, საპატიო სტუმრების წინაშე.

მრავალფეროვანი თემატიკით დატვირთული ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა ლიანა ლომიძემ, საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიების შეფასება სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს სთხოვა.

,,სიტვები არ მყოფნის გამოვხატო განცდა და სიხარული, საოცარი მოსწავლეები ხართ! სახეზია ღია ინტელექტი, განათლება, ესტეთიკა... ის, რაც ნებისმიერ ადამიანს უფრო და უფრო ალამაზებს. დახვეწილი მეტყველება, განათლება, ნიჭიერება და ესთეტიურობა არის ის, რის გამოც განსაკუთრებით მომხიბვლელები და ლამაზები ხართ! გიყურებდით და სიხარულის ცრემლები მომდიოდა... მადლობა დღევადელი დღისთვის, მადლობა იმისთვის, რაც დღეს განმაცდევინეთ! მინდა მადლობა ვუთხრა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლიანა ლომიძეს მოწვევისათვის, პედაგოგებს თავდადებული შრომისათვის და უშუალოდ მოსწავლეების ოჯახებს საამაყო შვილებისათვის! მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს ეროვნული ტრადიციები, კულტურა, ლიტერატურა და პატრიოტიზმი. ეს საამაყო სკოლა ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. სკოლის მუშაობის შედეგი სახეზეა, აქ მოსწავლეებს განსხვავებული ინტელექტი და იერსახე აქვთ!- ემოციებს ვერ ფარავდა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე.

,ამ სკოლის საქმიანობა არახალია ჩემთვის! ძალიან ამაყად მოვდიოდი ჩემსსტუმრებთან ერთად - აღნიშნა სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციისთავმჯდომარემ ინეზა ელისაშვილმა. მან კიდევ ერთხელ მადლობა

ღონისძიების სულისჩამდგმელებს:

,,მომყავდა სტუმრები და ვიცოდი არ გავწბილდებოდი. თუმცა, დღევანდელმა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა! ყოველწლიურად სულ ახალი და სხვადასხვა კუთხით ვუყურებ ამ ბავშვებს. ბავშვს ხომ სკოლაში ნასწავლი ყოველი აზრი, ფიქრები სამუდამოდ გაჰყვება ცხოვრების დიდ გზაზე- დასძინა მადლიერებით ინეზა ელისაშვილმა, სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

2018-2019 აკადემიური წლის ღონისძიება

სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ხაზი გაუსვა მცირეკონტიგენტიანი სკოლის რეალობასა და გარემო-პირობებს:

,,ყველა რომ ასეთი კარგი მოსწავლეა კოლექტივის დამსახურებაა, რადგან მცირეკონტიგენტიან სკოლაში არჩევანი ცოტაა თუმცა სახეზეა პედაგოგების შრომა. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეების ნიჭი თუ უნარები გამოავლინონ. წარმატებასა და მათი საქმიანობის ღირსეულ დაფასებას ვუსურვებ ამ ერთიან კოლექტივს!.

დღე მთლიანად სკოლისთვის დასამახსოვრებელი იყო. ღონისძიების საპატიო და მოწვეულ სტურებს შორის იყვნენ: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი; ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი პირები: როინ ცხოვრებაძე და მიშა კაპანაძე, სოფელ ტკოცის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღოლი იღუმენი იოანე და სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი.

2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებლი ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა კანთელაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ლალი ბურდიაშვილი, მხატვრულ გაფორმებაზე იმუშავა ხელოვნების მასწავლებელმა ხათუნა შუბითიძემ. ღონისძიების მომზადებაში, როგორც ყოველთვის ერთსულოვანი იყო სკოლის ყველა თანამშრომელი. #ენდემასწავლებელს

სკოლის დირექტორის ლიანა ლომიძის დამსახურებით სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის ბაზაზე წინა სასკოლო მზაობის ჯგუფიც მუშაობს. ღონისძიების პირველი ნაწილი სასკოლო მზაობის აღსაზრდელმა დახურა.

სოფელ ტკოცის სკოლის მესვეურებმა სკოლის ეზოში სათამაშო და სპორტული მოედნის მოწყობისთვის მადლიერება გამოხატეს ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მისამართით.

ღონისძიების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლაში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ეწვივნენ სოფელში მოქმედ მონასტერს, სადაც ს.ქ. იღუმენმა იოანემ გულთბილი მასპინძლობა გაუწია სტუმრებს.

დღის ბოლოს, სკოლის პედკოლექტივს მიეცათ შესაძლებლობა პირადად გასაუბრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს და ესაუბრათ საგანმანათლებლო საკითხებსა, თუ სხვა საჭიროებებზე. სოფელ ტკოცის საჯარო სკოლაში ღონისძიება ყოველწლიურად იმართება. აღსანიშნავია, რომ მთის ზონაში მდებარე სკოლაში, ყოველწლიურად მატულობს პირველკლასელთა რაოდენობა. ს. ტკოცის საჯარო სკოლის დირექტორის და პედაგოგიური კოლექტივის თავდაუზოგავი შრომა, მოტივაცია და პროფესიონალიზმი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია დემოგრაფიის პრობლემის გადაჭრისა და მიგრაციის საკითხის. მთლიანად სოფელში განსაკუთრებული გარემოა, რადგან წარმატებული სკოლა თემის განვითარების საწინდარი და საზოგადოების ცენტრია.