32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საგანმანათლებლო ცენტრი მათემატიკის მასწავლებელთა დასკვნითი კონფერენცია თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩატარდა მასწავლებლის სახლი

2019 წლის 25 მაისს, ქალაქ თბილისში, პროექტის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარებ-ის ფარგლებში, მეორე დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გამართულ კონფერენციაზე მონაწილობა მიიღეს დედაქალაქის, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების, საჯარო სკოლების პროექტის ბენეფიციარმა მათემატიკის მასწავლებლებმა.

აგრეთვე, თბილისის კლასიკური გიმნაზიაში გამართულ მეორე კონფერენციის გახსნით ნაწილს ესწრებოდნენ: ... ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერვისების დეცენტრალიზიციის პროგრამის მენეჯერი ეკა დაფქვიაშვილი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კოორდინატორი ეკა ჩიხლაძე.

სპმთპ-ის ა.ა.ი.პ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგრანტო პროექტის „საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარებ-ის“ ფარგლებში მათემატიკის მასწავლებელთათვის მრავალფეროვანი მაღალკვალიფიციური პროფესიული და მეთოდოლოგიური აქტივობები ჩაატარა. ხუთთვიანი პროექტის დასკვნითი ნაწილი, ითვალისწინებდა ბენეფიციარი მათემატიკის მასწვლებელთა მონაწილეობით შემაჯამებელი კონფერენციების გამართვას ქალაქ ქუთაისში და დედაქალაქში.

კონფერენცია, ,,საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა მარიამ მკალავიშვილმა გახსნა და მისასალმებელი სიტყვისთვის, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მოიწვია.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, სიტყვით გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხუთწლიან წარმატებულ საქმიანობასა და შედეგებს. მან აღნიშნა, რომ პროფკავშირის ადამიანური და ფინანსური რესურსების ძირითადი ნაწილი მიმართულია სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფისაკენ.

მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, რომლებიც ყოველთვის დიდი ინტერესითა და მონდომებით არიან ჩართულები თანამედროვე სწავლა-სწავლებისა და ურთიერთთანამშრომლობის კულტურის ამაღლებაში, რისი ერთ-ერთი მაგალითიც არის მიმდინარე პროექტის მიზნებიც.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა, დამსწრე აუდიტორიის წინაშე ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაანონსებული კომპექსური რეფორმის ძირითად პრინციპებზე სპმთპ-ის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაზე.

მასწავლებლებს შეახსენა რეფორმის დაწყებამდე შექმნილი წინაპირობები, მათ შორის ხაზი გაუსვა ზოგიერთი ექსპერტებისა თუ ორგანიზაციების რადიკალურ მოთხოვნებს მასწავლებლებთან მიმართებაში. მია კობახიძემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროცესებზე, რამაც შედეგად გამოიღო ზოგადი პრინციპების თანხმობა და ყველა მასწავლებლის ინტერესებისა და რეალობის გათვალისწინებით. მასწავლებლებისთვის საინტრესო და ინფორმატიული იყო სპმთპ-ის პრეზიდენტის გზავნილები. საუბრის დასასრულს მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე გარდამავალი ეტაპი იწყება სამართლებრივი და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების პროცესები, რისთვისაც სპმთპ მუშაობს და ყველა საშუალებას გამოიყენებს პედაგოგების ინფორმაციულობის დონის ამაღლებისა და მათი ჩართულობისათვის. დასასრულს მან მადლობა გადაუხადა, აგრეთვე სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების ლიდერებს, ვინც მთელი ქვეყნის მასშტაბით წევრების მხარდამჭერ არაეერთ ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები.

კონფერებიის პროგრამის მიხედვით, კონფერენციის მონაწილე მათემატიკის მასწავლებლებმა წარმოადგინეს პანელური და პოსტერის ტიპის მოხსენებები, აგრეთვე პედაგოგებმა იმუშავეს ჯგუფურად.

2019 წის 25 მაისის კონფერენციაზე,

პანელურ სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ:

  • · მარიამ ზაქარეიშვილი, ქალაქ თელავის მე-5 საჯარო სკოლა თემით:- „მათემატიკის გაკვეთილების დაგეგმვა და წარმართვა ინოვაციური მეთოდებით,- „კვადრატული ფუნქციის თვისებებისა და გრაფიკის დამოკიდებულება კოეფიციენტებზე“ - სწავლების დაგეგმვა“.
  • · ელენე მეფარიშვილი, ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლა, თემით-„ მოსწავლეთა კომპეტენციის შეფასება მათემატიკაში-განმავითარებელი შეფასების ეფექტიანობა მე-10 კლასში მატემატიკის სწავლებისას“.
  • · დიანა ალანია, მცხეთის მუნიციპაპიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლა თემით: მათემატიკის კონსტრუქტივისტური და დიფერენცირებული სწავლების მეთოდები და რესურსები-„„დიფერენცირებისა და კონსტრუქტივიზმის გამოყენება მათემატიკისა და ისტორიის საგანთა შორის დასაკავშირებლად“.

პოსტერის ტიპის მოხსენებებით წარსდგნენ:

თამარ ლაცაბიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფრის საჯარო სკოლა თემით:“მასწავლებელთა თანამშრომლობა, სამუშაო ჯგუფების მუშაობა დაფასილიტაცია-„სამუშაო შეხვედრების მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაში“.

რუსუდან ბოჭორიშვილი, ქალაქ თბილისისN89-ე საჯარო სკოლა, თემა:“მოსწავლეთა კომპეტენციების შეფასება მათემატიკაში:„განმავითარებელი შეფასება სტატისტიკის საკითხების შესწავლისას“.

ნინო მანჩხაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერის საჯარო სკოლათემა:“მოსწავლეთა კომპეტენციების შეფასება მათემატიკაში-თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება განმავითარებელი შეფასებისთვის მათემატიკაში“.

რევაზ გამხვეტელაშვილი, ქალაქ თელავის, სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლა თემა: მათემატიკის კონსტრუქტივისტული და დიფერენცირებული სწავლების მეთოდები და რესურსები-„წრით და მრავალკუთხედებით შექმნილი გეომეტრიული ფიგურების ფართობთა გამოთვლების პრაქტიკული სამუშაოები IX კლასისმათემატიკისკურსში“

ნინო ღუღუნაძე, ქალაქ გორის N10 საჯარო სკოლა თემა:“მათემატიკის კონსტრუქტივისტული და დიფერენცირებული სწავლების მეთოდები და რესურსები-„დიფერენცირებული აქტივობა მე-11 კლასში მაჩვენებლიანი ფუნქციის სწავლების შესამზადებლად“.

თინათინ ჩუხრუკიძე, გორის N4 საჯარო სკოლა თემა:“მათემატიკის გაკვეთილების დაგეგმვა და წარმართვა ინოვაციური მეთოდებით:,,სწავლების ინოვაციური მეთოდების როლი მოსწავლეთა მოტივაციისამაღლებაში’’

კონფერენციის მეორე ნაწილში მონაწილე პედაგოგებმა ჯგუფური მუშაობისას მოდერატორების ჩართულობით, 4 თემაზე იმუშავეს:

მასწავლებელთა თანამშრომლობა, სამუშაო ჯგუფების მუშაობა და ფასილიტაცია:

მოდერატორი: მიმოზა ტყებუჩავა, ქალაქ თელავის 89 საჯარო სკოლის დირექტორი

მათემატიკის კონსტრუქტივისტული და დიფერენცირებული სწავლების მეთოდები და რესურსები:

მოდერატორი: ზურაბ ვახანია

მოსწავლეთა კომპეტენციების შეფასება მათემატიკაში:

მოდერატორი: ნინო ნახუცრიშვილი, ქალაქ თელავის უნივერსიტეტის პროფესორი

მათემატიკის გაკვეთილების დაგეგმვა და წარმართვა ინოვაციური მეთოდებით:

მოდერატორი: ელენე მეფარიშვილი - ქალაქ გორის N 1 საჯარო სკოლა

პროექტის „საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება, მიზანია საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა და ექსპერტებმა ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა 344 სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყო 1402 მათემატიკის მასწავლებელი საქართველოს ყველა რეგიონიდან.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მათემატიკის მასწავლებელთათვის ფასილიტატორობის უნარ-ჩვევების განვითარება. პროექტში მონაწილე მასწავლებლებიდან სამუშაო ჯგუფებმა ჯგუფის ფასილიტატორები შეარჩიეს, სულ 118 ფასილიტატორი, რომლებმაც კონსულტანტების პირველი სამუშაო შეხვედრების შემდეგ ჯგუფების ფასილიტაცია გააგრძელეს. მათ პროექტის ფარგლებში, მინიმუმ ორ-ორი სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს და მესამე დამოუკიდებლად.

სპმთპ წარმატებას უსურვებსსაქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრისდირექტორს ქალბატონ მარიამმკალავიშვილს პედაგოგთა და განათლების სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული ზრდისა და განვითარების საქმეში.